ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2011


აღსარება

დედაზე იშვიათად ვფიქრობ ხოლმე
არადა "ასლი ვარ დედანთან სწორი"
ჰოდა ჩემი დედა ყველაზე ლამაზი,
ყველაზე მართალი დედათა შორის,
-შვილების თავხედი ცხოვრებით ცხოვრობს!

მამაზეც იშვიათად ვფიქრობ ხოლმე,
ჩემი და "ასლია დედანთან სწორი"
ჰოდა ჩემი მამაც ყველაზე ვაჟკაცი,
ყველაზე რაინდი მამათა შორის,
შვილების თავხედი ცხოვრებით ცხოვრობს!

უფალზე იშვიათად ვფიქრობ ხოლმე,
უღირსზე უღირსი,უღირსთა სწორი,
ჰოდა ჩემს ღმერთს კიდევ, ყველაზე ფაქიზს და
უჭეშმარიტესს სხვა ღმერთებს შორის,
-ჩემი თავხედი ცხოვრება სტკივა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები