ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ძამულია კვიჟინაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2011


ისევ ჩემს იმერეთს

იმერეთი მომენატრა,
საოცნებო მხარე,
დედა,რაფერ მენატრება,
ჩემი მთები მწვანე.

კაპიტონა გზაზე მოდის,
ტყიდან მოაქვს შინდი,
მომენატრა შემღერება,
ინდი-მინდი-ბინდის.

იმერეთო მომენატრე,
ჩემო კოხტა მხარევ,
კაცი კაპიკად არა ღირს
რომ წავა შენს გარეთ.

მომენატრა დედა-მამა,
ჩემი კოხტა ველები,
ჭალის პირას სირბილი
და ჩემი ძამულიები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები