ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2011


უგულო

მე გული მაქვს......ეს  უგულობა ვინ დამაბრალა ?....

ვინ დამაბრალა, დასტოვაო, მან ერთი ქალი....

მე ისევ ის ვარ...და ვნებები არ დამიმალავს,

ეს ხომ შენც იცი, ვერ მოხუჭე იმ ღამეს თვალი.....

....იმ ოცნებებზე, რძისფერ ნისლზე, მკრთალ ჰორიზონტზე,

იქ, საიდანაც ხსნას ველოდი მე შენი ხელით ,

მერე და გეთქვა!...რომ მოხვალ და გეთქვა ეს დროზე,

სანამ გელოდი და ფეთქავდა ეს გული, ცხელი

.. .. .. ..

მე გული მქონდა, უგულობა ვინ დამაბრალა?...

მშვიდ ღამეებში, სიჩუმეში გეძახდი უხმოდ,

შენ მართალი ხარ !...გული არ მაქვს, დღეს დავხურე ყველა ფანჯარა...

შენ არ ხარ ჩემთან და ვეხვევი მე ვიღაც უცხოს ......



15.07.2011. სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები