ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2011


ერთადერთი

შეაკრთობს თვალებს უეცარი გამოცხადება,
შემოვალ  შენთან, ჩრდილი ჩემი შემომაცილებს,
ღელვას დაიტყობს მკერდში გული, ახმაურდება,
დამიმალავ და ვიცი მაინც მე რომ გავიგებ.
ამებურდება ყველა აზრი ფიქრის ძაფებში,
ვეღარ ვიხსენებ რის სათქმელად მოვედი შენთან,
გაგიღიმებ და უშენობაც უმალ გამივლის,
რაზე გავჩუმდით კვლავაც ბევრჯერ დაგვავიწყდება,...
პირველ სიყვარულს სჩვევიაო ამგვარი გრძნობა.
არც პირველი ხარ და არც ბოლო ჩემს ცხოვრებაში,
ერთადერთობის ამბიციით შეკედლებულხარ...
თვალებით გეტყვი: აღარასდროს აღარ წახვიდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები