ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2011


(ბები!)

(ბებიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისალოცზე დაწერილი ლექსი, რომელსაც გვირილა ეხატა)

(ბები!)
ამ გვირილასავით ლამაზია სული შენი.
იყავი დიდხანს, რადგან გვათბობ.
იყავი ჩვენთან, რადგან გვათოვს
შენი ჭაღარა ჩვენ თბილ ფიფქებად,
თვალები შენი – ლამაზ ფიქრებად.
ისევ და(მ)რჩა სითბო კერის
ტკბილი სიტყვა, ტკბილი კვერი.
მიყვარს შენი გვირილები,
კვლავ ხარობენ ჭიშკრის პირას.
ბაბუს „წითელი“ ზღაპრები,
რომ ჩამესმის ძილის წინათ.
თქვენს სიყვარულს გაუმარჯოს
მოგვიყვანა რადგან ესე,
ახლა იმკი მარგალიტებს,
რაც აქამდე უხვად თესე. 
                    17.02. 2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები