ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2011


*** (გული დაიმეჩხრა...)

გული დაიმეჩხრა...
თვალის ჰორიზონტზე მხოლოდ მირაჟია,
მზეა დაცხრილული,
შენი სილუეტი ათას ტირაჟიან
გვერდზე მოქცეული
უკვე წაქცეული დარჩა ირონიად.
ახალ საუკუნის
ახალ ათწლეულებს,
სიტყვის ტალღის მორევს,
ახალ სასწაულებს
მოაქვს ემოცია,
მოდა და გრაცია.
აქ კი აპრილია_
ფერთა თაიგული,
სუნი გაზაფხულის...
თვალის ჰორიზონტზე ისევ მირაჟია
ითვლის საუკუნეს გასულ ტირაჟიანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები