ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2008


დროის ვერნისაჟი

ხალხი... ჯობია განაპირება,
ცალკე შეგრძნება მწუხრის პალიტრის...
დრო-მხატვარი კი,  დანაპირები
ილუსტრაციის მუღამს არ იტყვის:

მობეზრებული რითმების დახლთან
ვარჩევთ საქონელს სნობურს და ძვირფასს...
სადღაც კი, ღარიბ პოეტის სახლთან
მუზა-მეკურტნე ძველ ყუთებს ტვირთავს...

და პერსონალურ გამოფენაზე
დროის, ევროპულ ა-ლა-ფურშეტით,
მედიდური და მდიდრული ენა
სკდება, აირით სავსე ბუშტივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები