ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2011


ჩვენ სიღნაღში...

სიღნაღის ქუჩებში ხალისი... ზეიმი,
ლექსები... ჰანგები... მზე... ტაში... სიცილი,
ბუნების წიაღში ქართველთა ქეიფი,
ქალების მეტყველი თვალების ციმციმი.
ივლისის ჩვიდმეტი იდგა და ცხელოდა,
თუმც სიცხე (უნდა ვთქვა) ხელს სულ არ გვიშლიდა,
ფანდურზე ქალ-ვაჟი უკრავდა... მღეროდა,
ნამდვილად არ გვქონდა არაფრის შიში და
ასე და ამგვარად ჩვენ ერთად ვიყავით,
მამულიშვილები (ღმერთმა ქნას) გვიმრავლდეს,
ჩვენ ერთ დღეს წავედით თვალწარმტაც სიღნაღში
და დედაქალაქში დავბრუნდით იმავ დღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები