ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიი231
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2011


....



მომენატრე... საღამოა ისევ მშვიდი….
ნიავიც კი სულშეკრული არ მაწუხებს,
მომენატრე…. მელოდიის ნოტებს მიღმა
გავექეცი თითქოს სევდის ძველ მარწუხებს.
მომენატრე.. მაგრამ უკვე სხვანაირად,
ძველი გრძნობა ჩავაბარე დროის ზვირთებს,
მომენატრე.. სულის ძახილს კვლავ ავყევი,
ახლა უკვე ფიქრებს ვურჩევ მარტივ რითმებს!
დავიღალე.. მთვარე მინდა ვნახო ცაზე,
სევდისფერი მოხდენია შენზე ფიქრებს,
დავიღალე.. აგერ უკვე ერთი წელი
შენს გარეშე ამ ცხოვრების გავლა მიწევს.
დამიძახე... და ერთხელაც ვცადოთ გრძნობა
თუ გაუძლებს ამ ზაფხულის ველურ წვიმებს,
დამიძახე.. დღეს გპირდები დავიჯერებ,
ვადაგასულ შენს სულ ყველა დანაპირებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები