ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2011


***


***
ტკივილი-ლურსმანი უცვეთელი
და დარდი-ჩაქუჩი,
ბედისწერის მარჯვენას შეზრდილი.

***
შვილი ძალიან,ძალიან იგვიანებს
და ლამის სიხარულით ატირდეს
დედა იმ ქვეყანაში...

***
და უცებ:თვითმფრინავი,
როგორც ცის ერთი ნაპირიდან
მეორისკენ ნასროლი ქვა.

***
ბარტყებს თავისი ჩრდილი დაახურა,
სითბოს სარჩულიანი,
და საზრდოს მოსატანად გაფრინდა.

***
წყაროს ირგვლივ
ჩამომსხდარ მგზავრებს
გაგონებენ საათის ციფრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები