 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2011 |
( ფანდურზე სამღერი)
სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე! ხომ იცი, წუთისოფელი რა მზაკვარი და ფლიდია, რაც უნდა ცეცხლით დაიწვა, მაინც ბნელი და ბინდია! ღვთივკურთხეული სიცოცხლე ცოდვის ჩანგალზე ჰკიდია, მისი მანძილი და სუნთქვა ჯვარცმა და ბეწვის ხიდია! თუ ერთხელ გულს ულაღია, მაშინაც ცრემლი გვდენია, ისედაც მთელი სიცოცხლე სევდის კალო და კევრია. იქნება სჯობდეს, წავიდე, ეს გზებიც იქით მიდიან, გავყვე აჩრდილთა ქარავანს, უფლის ნუგეში დიდია! სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. მშვენიერია .
+ მშვენიერია .
+
31. მომენატრეთ სუყველა აქაურები, ჩემიანები. ისე მოხდა, რომ ვეღარ შემოვდიოდი ურაკზე. ახლა სხვა ქვეყანაში გადავბარგდი და საშუალებაც გამიჩნდა კვლავ თქვენთან ვიყო. რაც შეეხება შენს გვერდზე შემოსვლას მეგობარო, მე აქაურობა ქართული სულის გამო მუდამ მიზიდავდა. მიხარია, რომ წერ, იღწვი. წარმატებები მისურვებია გულიანო ქართველო. მომენატრეთ სუყველა აქაურები, ჩემიანები. ისე მოხდა, რომ ვეღარ შემოვდიოდი ურაკზე. ახლა სხვა ქვეყანაში გადავბარგდი და საშუალებაც გამიჩნდა კვლავ თქვენთან ვიყო. რაც შეეხება შენს გვერდზე შემოსვლას მეგობარო, მე აქაურობა ქართული სულის გამო მუდამ მიზიდავდა. მიხარია, რომ წერ, იღწვი. წარმატებები მისურვებია გულიანო ქართველო.
30. გაიხარე, მუხა, დიდი მადლობა. გაიხარე, მუხა, დიდი მადლობა.
29. მომეწონა ლექსი და მისი მელოდიაც, რა ტკბილი და რა მშობლიური ჰანგებია, ჯერ ადრეა წასვლაზე ფიქრი, ბევრი რამ გაქვს სათქმელი და სალოცავი შენი ლამაზი ქვეყნისთვის, ბევრს არ აქვს მაგის ნიჭი, ჩვენ კი თქვენი პოეზიის მოყვარულებს გთხოვ ნუ მოგვაკლებ ამ ბედნიერებას, მე და ჩემი ოჯახიც თქვენი ქართული სულის ლექსებით ვხარობთ, ვკითხულობთ და მადლობას გიხდით.
მომეწონა ლექსი და მისი მელოდიაც, რა ტკბილი და რა მშობლიური ჰანგებია, ჯერ ადრეა წასვლაზე ფიქრი, ბევრი რამ გაქვს სათქმელი და სალოცავი შენი ლამაზი ქვეყნისთვის, ბევრს არ აქვს მაგის ნიჭი, ჩვენ კი თქვენი პოეზიის მოყვარულებს გთხოვ ნუ მოგვაკლებ ამ ბედნიერებას, მე და ჩემი ოჯახიც თქვენი ქართული სულის ლექსებით ვხარობთ, ვკითხულობთ და მადლობას გიხდით.
28. სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე! 2+ სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე! 2+
26. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას!
25. უფ მშვენიერია,როგორც ყოველთვის. უფ მშვენიერია,როგორც ყოველთვის.
24. "სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!"
------ სად ეპირები წასვლასა, სით ეშურები, ელდარო? ლექსი ერთს ამბობს, შენ - სხვასა: გულით ვგრძნობ, - ისევ მხნედ ხარო!
მაგ შენი გულის ლაღობას რად ამჩნევ ცრემლის კვალსაო? კვეტარას ასვლას დაგვპირდი, - ნაცარს გვაყრიდი თვალსაო? :)))
გაიხარე, ელდარ! 555 "სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!"
------ სად ეპირები წასვლასა, სით ეშურები, ელდარო? ლექსი ერთს ამბობს, შენ - სხვასა: გულით ვგრძნობ, - ისევ მხნედ ხარო!
მაგ შენი გულის ლაღობას რად ამჩნევ ცრემლის კვალსაო? კვეტარას ასვლას დაგვპირდი, - ნაცარს გვაყრიდი თვალსაო? :)))
გაიხარე, ელდარ! 555
23. ღვთივკურთხეული სიცოცხლე ცოდვის ჩანგალზე ჰკიდია,
ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე! ღვთივკურთხეული სიცოცხლე ცოდვის ჩანგალზე ჰკიდია,
ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!
22. ულამაზესია! მომეწონა მართლაც ძალიან! ულამაზესია! მომეწონა მართლაც ძალიან!
21. როგორ არ უნდა აღფრთოვანდე... ეს მიწა ვარ და ნისლი მე... მომწონს სულ როგორ არ უნდა აღფრთოვანდე... ეს მიწა ვარ და ნისლი მე... მომწონს სულ
20. თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!
მშვენიერია! თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!
მშვენიერია!
19. დაგეთანხმები ძმობილო, მართლაც მართალი არიო, შატილიონის ლექსებში, მუზების დაქრის ჯარიო..... მთებისგან მოსჩქეფს სიცოცხლე, დაჰქრის ვითარცა ქარიო..... დალოცოს ლაშარის ჯვარმა, ღმერთმა უდიდოს გვარიო..... დაგეთანხმები ძმობილო, მართლაც მართალი არიო, შატილიონის ლექსებში, მუზების დაქრის ჯარიო..... მთებისგან მოსჩქეფს სიცოცხლე, დაჰქრის ვითარცა ქარიო..... დალოცოს ლაშარის ჯვარმა, ღმერთმა უდიდოს გვარიო.....
18. შატილონის კალამსა მარგალიტები სცვივაო, უნდა ესტუმროს სუყველა, ვისაც შია და სცივაო, სტრიქონით დააპრადებს, სულს რომც ითქვამდეს ძლივაო!
5555 მოგიკითხე, ძმაო და მეგობარო! შატილონის კალამსა მარგალიტები სცვივაო, უნდა ესტუმროს სუყველა, ვისაც შია და სცივაო, სტრიქონით დააპრადებს, სულს რომც ითქვამდეს ძლივაო!
5555 მოგიკითხე, ძმაო და მეგობარო!
16. კარგია...შენი ლექსები იმღერება კარგია...შენი ლექსები იმღერება
15. ჩამეღიღინა :) 555 ჩამეღიღინა :) 555
14. უმაგრესი ხარ შატილ;იონი გაიხარე კარგი ლექსია.... უმაგრესი ხარ შატილ;იონი გაიხარე კარგი ლექსია....
13. უმაგრესი ხარ შატილ;იონი გაიხარე კარგი ლექსია.... უმაგრესი ხარ შატილ;იონი გაიხარე კარგი ლექსია....
12. მადლობა ყველას, გაიხარეთ! მადლობა ყველას, გაიხარეთ!
11. ეს მიწა ვარ და ნისლი მე!– ეს ერთი ფრაზაც კი საკმარისია ლექსის შესაფასებლად და ავტორის დასაფასებლად!
+2 :)
ეს მიწა ვარ და ნისლი მე!– ეს ერთი ფრაზაც კი საკმარისია ლექსის შესაფასებლად და ავტორის დასაფასებლად!
+2 :)
10. ხოო,კიდევ ერთხელ,საშინლად ხუმრობთ(ღადაობთ) :) ხოო,კიდევ ერთხელ,საშინლად ხუმრობთ(ღადაობთ) :)
9. მინდა გითხრათ რომ გამაღიზიანებელია უკვე თქვენი ირონია! უარყოფითი არაფერი დამიწერია ჩემს პირველ კომენტარში...
ან საერთოდ რა მინდოდა ამ გვერდზე :)
აბა ჰეეე...როგორც დიდი სოსო ნარიმანიძე იტყოდა...:) წავედი მე:) მინდა გითხრათ რომ გამაღიზიანებელია უკვე თქვენი ირონია! უარყოფითი არაფერი დამიწერია ჩემს პირველ კომენტარში...
ან საერთოდ რა მინდოდა ამ გვერდზე :)
აბა ჰეეე...როგორც დიდი სოსო ნარიმანიძე იტყოდა...:) წავედი მე:)
8. შატილიონო! იუმორიც ხელოვნებაა ჩემი აზრით და თქვენ კიდევ აშკარად კონფლიქტში ხართ ზემოდხსენებულთან
პ.ს პლიუსები დავწერე მგონი თან ნიკა800. 2011
მე არავისთან არ ვარ კონფლიქტში, მითუმეტეს იუმორთან ჩემი აღფრთოვანება, ზემოხსენებული იუმორის გამო, გულწრფელად გამოვხატე და შენი პერსპექტივაც ერთგვარად ნათლად დავინახე ამ საიტზე, არ მესმის, რატომ მწამებ ცილს? შატილიონო! იუმორიც ხელოვნებაა ჩემი აზრით და თქვენ კიდევ აშკარად კონფლიქტში ხართ ზემოდხსენებულთან
პ.ს პლიუსები დავწერე მგონი თან ნიკა800. 2011
მე არავისთან არ ვარ კონფლიქტში, მითუმეტეს იუმორთან ჩემი აღფრთოვანება, ზემოხსენებული იუმორის გამო, გულწრფელად გამოვხატე და შენი პერსპექტივაც ერთგვარად ნათლად დავინახე ამ საიტზე, არ მესმის, რატომ მწამებ ცილს?
7. დანკიტიკიტი არ ვიცი და ცხოვრების წარმავლობის განცდა რომაა აქ, ეგებ დაგენახათ! არ წერს ყველა დღევანდელი (ორიგინალური) სალექსო საზომებით! ამბობს ეს ლექსი სათქმელს და არცთუ ცუდად:
"...თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!.."
კი, ნისლივით ქრება ადამიანი და მიწად იქცევა!... დანკიტიკიტი არ ვიცი და ცხოვრების წარმავლობის განცდა რომაა აქ, ეგებ დაგენახათ! არ წერს ყველა დღევანდელი (ორიგინალური) სალექსო საზომებით! ამბობს ეს ლექსი სათქმელს და არცთუ ცუდად:
"...თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!.."
კი, ნისლივით ქრება ადამიანი და მიწად იქცევა!...
6. შატილიონო! იუმორიც ხელოვნებაა ჩემი აზრით და თქვენ კიდევ აშკარად კონფლიქტში ხართ ზემოდხსენებულთან:)
პ.ს პლიუსები დავწერე მგონი თან :) შატილიონო! იუმორიც ხელოვნებაა ჩემი აზრით და თქვენ კიდევ აშკარად კონფლიქტში ხართ ზემოდხსენებულთან:)
პ.ს პლიუსები დავწერე მგონი თან :)
5. . დინკიტიკიტი დინკიტიკიტი რამე ასეთი ფონი რომ ედოს უფრო გაასწორებდა
++ ნიკა800. 2011-07-31 12:40:44
აღფრთოვანებული ვარ, ნიკა 800-ო, შესანიშნავი ფონის შერჩევისთვის, შენი ნიჭიერების სახით ამ საიტს კიდევ ერთი საუცხოო ხელობის კაცი შეემატა. . დინკიტიკიტი დინკიტიკიტი რამე ასეთი ფონი რომ ედოს უფრო გაასწორებდა
++ ნიკა800. 2011-07-31 12:40:44
აღფრთოვანებული ვარ, ნიკა 800-ო, შესანიშნავი ფონის შერჩევისთვის, შენი ნიჭიერების სახით ამ საიტს კიდევ ერთი საუცხოო ხელობის კაცი შეემატა.
4. დინკიტიკიტი დინკიტიკიტი:) რამე ასეთი ფონი რომ ედოს უფრო გაასწორებდა :)
++ დინკიტიკიტი დინკიტიკიტი:) რამე ასეთი ფონი რომ ედოს უფრო გაასწორებდა :)
++
3. ბევრს არასა გთხოვ , ისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო.... ამარამ ჩემთან გადმოდი, არაკებს გეტყვი ბევრსაო... გამახსენდა ეს სიმღერა...:) ეს ლექსიც მშვენივრად აჟღერდება ფანდურზე...;-* ბევრს არასა გთხოვ , ისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო.... ამარამ ჩემთან გადმოდი, არაკებს გეტყვი ბევრსაო... გამახსენდა ეს სიმღერა...:) ეს ლექსიც მშვენივრად აჟღერდება ფანდურზე...;-*
2. მიხარია აქ შემოსვლა :) :) ძალიან მომეწონა!!!++++
სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე! მიხარია აქ შემოსვლა :) :) ძალიან მომეწონა!!!++++
სხვას არასა გთხოვ, არ მინდა, ამ გულის ფეთქვა ისმინე, თორემ წავალ და გავქრები, ეს მიწა ვარ და ნისლი მე!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|