ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2008


. . .

ასე შორს, ასეთ დაღონებით გაცილებ,
ასე შორს ასეთ დაღონებით, დგას ეკლესია
ო, ახლა ღმერთამდე გზა უმოკლესია
და როგორც სიჩუმე, ოთახის ნაწილი,

ჩრდილისთვის ზედმეტად ძვირფასი,
ჩრდილისთვის,
დგას შენი ჩრდილი და დგას როგორც
არასდროს,
არავინ,
ყველას და ყველაფერს დაასწრო,
მარადი ძილისთვის.

ასე შორს, ასეთ დაღონებით, გაცილებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები