ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2011


(მინიმები)

ღმერთო სადა ხარ?ჩემგან შორს ხარ ეგ კი ვიცი და
-ვეებერთელა ბოდიშს ვითხოვ დედამიწიდან...


ჩემი ლამაზი მეგობარი-
მხოლოდ "ლამაზი გოგო არის"


"კარგი ტალანტის პატრონი,
სულ უპატრონო რატოა?"


ყოველდღე "თვითმფინავში" რატომ ზის
- კარგი ემიგრანტი?



შინაბერა მეზობელი,თერმომეტრს არ გათხოვებს,როცა ბავშვს სიცხე აქვს,
-რატომ?!


მე ვიკვებები ჩემი შვილის რძის სუნით და ვაშლის ნაფცქვენით,
-სხვა,რას ჭამს ნეტავ?


აბსტინენცია!
-კარგი ღვინო უნდა დალიო!


ღმერთო მალე მოიყვანე შემოდგომა,
-ჩემი ნაბიჯების ხმა  გავიგო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს