ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: საბავშვო
7 აგვისტო, 2011


- საჩუქარი -

დილით ადრე გაიღვიძა. ფრთხილად გამოძვრა სოროდან - დედას არ უნდა გაეგო! არ გაუშვებდა! მის გეგმაში კი, ეს არ შედიოდა... უსათუოდ უნდა აესრულებინა ჩანაფიქრი! დღეს ხომ დედას დაბადების დღე ჰქონდა! ჰო, და  საჩუქარი უნდა მიეძღვნა. გუშინ მოჰკრა თვალი, ტყის პირას რომ იყვნენ ერთად გასულები. მინდორი გადაიცუნცულა... ფერდობს შეუდგა... ტყეში შევიდა... შორიდანვე შეამჩნია. 
  - რა ლამაზია! გემრიელი უნდა იყოს - ...             
    ეკლიან ზურგზე  საჩუქრით  სახლისკენ გაეშურა. კი გაიფიგრა - იქნებ მე შევჭამო და დედას სხვა მოუძებნოო - მაგრამ გადაიფიქრა. სანამ ტყიდან გავიდოდა ხმელი ტოტის ტკაცუნი შემოესმა... შეკრთა... მიიხედა და... ორ ნახტომში მსუნაგი მელა თავს წამოადგა! დამრგვალდა საბრალო შიშისაგან.   
  - მდააა..ვიცი თქვენი ამბავი, თუ წყალში არ მოგისროლეთ ვერაფერს მოგიხერხებთ... მაგრამ არა უშავს, არ მეჩქარება! ჯერ, აი რაც ზურგზე გაქვს მაგას მივირთმევ!... ერთხელ ხომ შეიძლება მეც მივირთვა? მერე ტბისკენ გაგაგორებ დაა მაგ ულამაზეს სოკოსაც ზემოდან დაგაყოლეებ! -     
ვაი, როგორ შეშინდა ზღარბუნა, რომ იცოდეთ! სულ პატარა ბურთს დაემსგავსა. მსუნაგმა ზურგიდან  თათით სოკო ააცალა, მაღლა ასწია, ხარბად გახედა, ზევით აიქნია, ხახა შეუშვირა და ოსტატურად  სოკოც შიგ მოათავსა. სამ-ოთხჯერ ყბაც გააქნია და ტუჩიც მოილოკა.   
  - აბა, ტბისკენ! -  შესძახა კმაყოფილმა და ზღარბუნას თათი გაჰკრა... ასე გორავ-გორავით უახლოვდებოდნენ ტბას...   
  - უჰ, როგორ ცხელა!... სუნთქვაც კი ჭირს... ვაი!!! ო-რრ-ი  ზზღარბიი?!...სსაიდან?  ერთი არ იყო? უჰჰ, ისევ ერთია... არა!...  ახხხლა ორია!... ა!!!  ისსსევ ერრრთი!!! რა მჭირს?!... თავბრუც მეხვევა... უი, დედა! ფეხებიც მეკეცება... რამ დამღალა ასე?... წამოვწვები, დავისვენებ... ცოტა ხნით...  გაუგრძელდა!     
ზღარბუნია ისევ ბურთივით იდო... მელა ხმას არ იღებდა... მძიმედ კი სუნთქავდა...         
ეკლიანი ოდნავ გაიშალა და ცალი თვალით გახედა მსუნაგს, რომელიც ბალახზე გაშხლართულიყო, პირღიას და ენაგადმოგდებულს თვალებიც რაღაც უცნაურად დაეჭყიტა...       
  - ნეტავ რა ხდება? კარგად არ უნდა იყოს - ოდნავ ადგილი შეიცვალა ზღარბუკამ, რაზეც მსუნაგს რეაგირება  არ მოუხდენია... მერე სულ ორი ნაბიჯით წაიწია წინ და ისევ გახედა .. ა რ ა!   
- მაშინ.. იქნებ... -      და როგორც შეეძლო ისე სწრაფად გაეცალა იქარობას.       
  დედას გაღვიძებოდა და შვილს დაეძებდა.     
  - როგორ შემაშინე, ჩემო ეკლუკუნავ, სად იყავი?, ჰაა? - ზღარბუნამ  ყოველივე  უამბო                   
  დედამ შვილს გახედა:  - რა თქვი,  როგორი იყო ის სოკო? -                       
  - ძალიან  ლამაზი!  თეთრ ფეხზე  იდგა წითელი ქუდით  და  ბევრი თეთრი კოპლები ამშვენებდა მის ქუდს! 
        - არასოდეს! არასოდეს გაეკარო მაგ სოკოს! - მკაცრად იყო ნათქვამი.  პატარას ტუჩები აუთრთოლდა...   
- კარგი.. მოდი, მოდი ჩემთან  -  და დედამ შვილი გულში  ჩაიკრა და  - ვაი!-  შეჰკივლა     
  - ისევ  გეჩხვლიტა, დეე? -         
  - არა უშავს, არა უშავს -           
-მაპატიე, დეე... და კიდევ იცი რაა? -                 
-რა? 
-მელა ისევ იქ იქნება?   
- სულ შესანსლა?                       
-კი, სულ                                                                                                                           
-მაშინ ნამდვილად იქ იქნება 
- და კიდევ იცი რა,დეე?                 
  - რა?                                 
  - გილოცავ დაბადების დღეს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები