ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2011


“სახე, რომელიც...”

-იწვიმებს ნეტავ დღეს, თუ არ იწვიმებს?
-ალბათ...
-რა ალბათ? - ალბათ იწვიმებს თუ ალბათ არ იწვიმებს?
-ან ერთი იქნება, ან - მეორე.
-ოჰ, გმადლობ რომ დააზუსტე ჩემი ვარაუდი.
-არაფერს...
-ამ ყბედობას გირჩევნია სათვალის მოძებნაში დამეხმარო, - ვერ ვპოულობ.
-გულზე გიკიდია...
-ვაი, სულ გამოვშტერდი რაა, დილიდან ამას დავეძებ.
-ჯერ გულზე უდნა დაგეხედა...
-ნუ მიშლი ნერვებს, ის მითხარი, - სამსახურში რა ხდება?
-წამოვედი...
-ჰაა? რას ჰქვია წამოხვედი? საიდან წამოხვედი?
-სამსახურიდან...
-მეხუმრები ხომ? გინდა გული გამიხეთქო, რას მიკეთებ, რა მოხდა მითხარი, რაა?
-უფროსს შევაგინე...
-ჰაააა? სულ გასულელდი? რატომ შეაგინე?
-ღირსი იყო...
-ვაახ, რა გააკეთა ასეთი აღარ იტყვი?
-მთელი წელია სახე აქვს მუდამ.. აი, ისეთი...
-სახეე? სახე რა შუაშია?
-თავშია...
-და როგორი სახე აქვს ასეთი?
-მე რომ ვერ ვიტან...
-არა, სულ დედაჩემის ბრალია რაა, რომ გაგანებივრ-გაგაუცნაურა..
-დედას შეეშვი, ღირსი იყო მეთქი..
-და რაზე ლაპარაკობ აღარ ამოღერღავ?
-სახეზე, რომელიც მაღიზიანებს მეთქი!
-და როგორი სახე მეთქი, როგორი?
-გაღიზიანებული!


დუმილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები