| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2011 |
"მე, ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, ყველაზე არაჩვეულებრივი ცხოვრების მქონე, ვის და რას არ მოედები... გზაზე, ... ..." ქართველის კაცის ძარღვებში ამღერებული_ _ღმერთიც სულ სხვაა...რომ დაგიარს თავით ტერფამდე, გაგაჟრჟოლებს და გულის ყურში გამოტარებულს, ქართველი კაცის თვალებში და საქციელში, რომ გადააწყდები, მიხვდები, რომ არა ვტყუივარ, არც ზედმეტი ქართველობა მალაპარაკებს. სხვამ თუ არა შენ მაინც იცი, ყველა თუ არა, ბევრი მაინც ხომ გულში ჩავიკარ, მაგრამ ქართველი კაცის ძარღვებში ათრთოლებული_ _ღმერთი, სულ სხვაა. აი შენ, რომ ქართველი ნახე, თბილისელი, ოცდამეერთე, ახლანდელი დროების შვილი, იქნებ ქართველს სულაც არ ჰგავდა, ვერ გითხარი, გული მტკიოდა, საძნელოა, საკუთარზე ბევრად საკუთარ, ნაკლს შემოუწყრე, ხაზი გაუსვა. აი გუშინ, ყაზბეგში ვიყავ, მყინვარწვერის შვილები ვნახე, ვნახე გერგეთიც, დედოფლისძირს გაშენებული,ხალხი ამბობდა: დედოფალი ყოველ საღამოს, აი ნისლი რომ შემოეხვევა, რომ აღარ ჩანს და რომ გვგონია წყვდიადმა შთანთქა, ჩამოდის და ამ ძველ ტაძარში, ამ გენიალურ სამყოფელში ქართველ(ი) ღმერთების, ჩამოდის და მოილოცავსო. ამის მომყოლი ქართველები უნდა გენახა... ასეთ ქართულს იქ თუ მოისმენ, ასეთ ქართველს მთაში თუ ნახავ, იქნებ ბევრს არა, მაგრამ ჩვენ მაინც გვეთქმის!.. თუ რითი ვსუნთქავთ, როგორ ვარსებობთ,ელიზაბეტ, დღეს რომ ქართველი, მყინვარწვერის ამბავს გიყვება, დამიჯერე - გამარჯვებაა. ეს გამარჯვება ერეკლესავით, წინ წარუძღვება - - იმ ბედნიერ დღეს_როდესაც თეთრი დედოფალი, თამარქათქათა, დანარჩენი მსოფლიოს თვალწინ, საზოგადოდ, გარეშე ნისლის, ფატის, ზღაპრების, ერთ მშვენიერ, სულ მთლად უღრუბლო, წმინდა საღამოს, ყველას თვალწინ ჩამობრძანდება და არა მხოლოდ ქართველისათვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თქვენთვის, ელიზაბეტ, ირლანდიისთვის, კენიისთვის, ანგოლასათვის, ოთხივე მხარეს მომდინარე საქართველოდან, ერთ ერს და ბერს არ გამოტოვებს, თქვენთვის ილოცებს. ხოლო შენ, ამ დღეს, თუ მოესწარი, უთხარი რომ მე ეს ვიცოდი, ისევე როგორც მე და ღამე, იესოს ლოცვა, ანდა სულაც შენი სურნელი, უთხარი, რომ მე გულით მწამდა - - რასაც გწერდი... "რასაც" გყვარობდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კრავაი ზვერელი
მეგობარო, აი გადავხედე ახლა ამ ლექსს, ამდენი ხნის შემდეგ და გიხდი მადლობას, ვითვალისწინებ რა შენს შენიშვნას. მართებული შენიშვნაა სრულიად.
ღმერთი გფარავდეს ყველა გზაზე კრავაი ზვერელი
მეგობარო, აი გადავხედე ახლა ამ ლექსს, ამდენი ხნის შემდეგ და გიხდი მადლობას, ვითვალისწინებ რა შენს შენიშვნას. მართებული შენიშვნაა სრულიად.
ღმერთი გფარავდეს ყველა გზაზე
22. ჰო, თემა ისეთია :) ავტორს სურს მხოლოდ მოგვიყვეს, უპრეტენზიოდ, ამიტომ მეც ასევე მივუდგები და მივიღებ მის თხრობას...
"ვტყუი-ვარ" მა ყური მომჭრა ცოტა არ იყოს და "ძარღვებში ათრთოლებულიც" ვერ მომხვდა კარგად...
ჰოდა, მე მხიბლავს ასეთი გულახდილობა, როგორიც ამ ლექსშია და მადლობა ამისთვის :) ჰო, თემა ისეთია :) ავტორს სურს მხოლოდ მოგვიყვეს, უპრეტენზიოდ, ამიტომ მეც ასევე მივუდგები და მივიღებ მის თხრობას...
"ვტყუი-ვარ" მა ყური მომჭრა ცოტა არ იყოს და "ძარღვებში ათრთოლებულიც" ვერ მომხვდა კარგად...
ჰოდა, მე მხიბლავს ასეთი გულახდილობა, როგორიც ამ ლექსშია და მადლობა ამისთვის :)
21. არ მომეწონა არ მომეწონა
20. რატომღაც კომენტარი დამვიწყებია...არადა, ძალიან მომეწონა ყველა ასპექტში. აპლოდისმენტები! 55555555 რატომღაც კომენტარი დამვიწყებია...არადა, ძალიან მომეწონა ყველა ასპექტში. აპლოდისმენტები! 55555555
19. სხვამ თუ არა შენ მაინც იცი, ყველა თუ არა, ბევრი მაინც ხომ გულში ჩავიკარ, მაგრამ ქართველი კაცის ძარღვებში ათრთოლებული - - ღმერთი, სულ სხვაა.
გულწრფელი ნაწერია...მე მომეწონა და +5 სხვამ თუ არა შენ მაინც იცი, ყველა თუ არა, ბევრი მაინც ხომ გულში ჩავიკარ, მაგრამ ქართველი კაცის ძარღვებში ათრთოლებული - - ღმერთი, სულ სხვაა.
გულწრფელი ნაწერია...მე მომეწონა და +5
16. რა კარგი ლექსია...5555555555555 ტკივილიანი...მონატრებიანი...ოცნებიანი...სიცოცხლიანი...და რწმენიანი...
ხოლო შენ, ამ დღეს, თუ მოესწარი, უთხარი, რომ მე ეს ვიცოდი, ისევე როგორც მე და ღამე, იესოს ლოცვა, ანდა სულაც შენი სურნელი, უთხარი რომ მე, გულით მწამდა,
რასაც გწერდი... "რასაც" გყვარობდი... გენაცვალეეეე...:-*
რა კარგი ლექსია...5555555555555 ტკივილიანი...მონატრებიანი...ოცნებიანი...სიცოცხლიანი...და რწმენიანი...
ხოლო შენ, ამ დღეს, თუ მოესწარი, უთხარი, რომ მე ეს ვიცოდი, ისევე როგორც მე და ღამე, იესოს ლოცვა, ანდა სულაც შენი სურნელი, უთხარი რომ მე, გულით მწამდა,
რასაც გწერდი... "რასაც" გყვარობდი... გენაცვალეეეე...:-*
15. სალამი. მადლობა ყველას. რჩევა, რომელიც უზუსტობას ეხებოდა, გათვალისწინებულია, რისთვისაც მადლობას ვიხდი, ხოლო რაც შეეხება ღმერთებს... ასე მინდა რომ იყოს. არავითარი მიბრუნება უკან. არავითარი პოლითეიზმი. მხოლოდ მონოთეიზმი, უბრალოდ ასე მინდა რომ იყოს, სხვა დატვირთვა ქონდა ამას წერის დროს და ახლაც ვფიქრობ არ არის უადგილო.
და კიდევ ერთი, რაც შეეხება იმ საკითხის შედერებას რაზეც ავტორი საუბრობს, კბილის ტკივილთან :) ვერ გავიგე, ამ საკითხის კბილის ტკივილთან შედარება რა შუაშია? კბილის მაგალითი, ლონდონის თემას და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილთან შედარებისთვისაა, არ ვიცი რამდენად ცხოვრებაში გტკიებიათ ბილი, მაგრამ თუ ეს როდისმე განგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ ამ დროს, სხვა ვერაფერზე ფიქრობს კაცი, რაღათქმაუნდა სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა :)
გულითადი მადლობა რჩევისთვის.
რაც შეეხება ლონდონის მაგალითს, არ ვფიქრობ რომ იმ ფაქტის მოყვანა, რომელიც დღეს, რეალობის ხაზის გასასმელად დასჭირდა ავტორს წერილში, არის უადგილო, მაგრამ მაინც გულითადი მადლობა რჩევისთვის მეგობარო, რადგან რჩევა თავისთავად სწრაფვაა უკეთესობისკენ. სალამი. მადლობა ყველას. რჩევა, რომელიც უზუსტობას ეხებოდა, გათვალისწინებულია, რისთვისაც მადლობას ვიხდი, ხოლო რაც შეეხება ღმერთებს... ასე მინდა რომ იყოს. არავითარი მიბრუნება უკან. არავითარი პოლითეიზმი. მხოლოდ მონოთეიზმი, უბრალოდ ასე მინდა რომ იყოს, სხვა დატვირთვა ქონდა ამას წერის დროს და ახლაც ვფიქრობ არ არის უადგილო.
და კიდევ ერთი, რაც შეეხება იმ საკითხის შედერებას რაზეც ავტორი საუბრობს, კბილის ტკივილთან :) ვერ გავიგე, ამ საკითხის კბილის ტკივილთან შედარება რა შუაშია? კბილის მაგალითი, ლონდონის თემას და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილთან შედარებისთვისაა, არ ვიცი რამდენად ცხოვრებაში გტკიებიათ ბილი, მაგრამ თუ ეს როდისმე განგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ ამ დროს, სხვა ვერაფერზე ფიქრობს კაცი, რაღათქმაუნდა სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა :)
გულითადი მადლობა რჩევისთვის.
რაც შეეხება ლონდონის მაგალითს, არ ვფიქრობ რომ იმ ფაქტის მოყვანა, რომელიც დღეს, რეალობის ხაზის გასასმელად დასჭირდა ავტორს წერილში, არის უადგილო, მაგრამ მაინც გულითადი მადლობა რჩევისთვის მეგობარო, რადგან რჩევა თავისთავად სწრაფვაა უკეთესობისკენ.
11. კარგი ხარ, დედ!!!!!!!!!!!!
ქართველი ხარ,დედ!!!!!!!!!!!!!!
მცირედი რჩევა მაქვს, მოკრძალებით:სადაც ლონდონზე და კბილის ტკივილზე საუბრობ, ამ ლექსისთვის, ვფიქრობ ზედმეტია.
ვიმეორებ: ამ ლექსისთვის...
თემატურად ამ ლექსს ავსებს,მაგრამ უმაგისოდ არაფერი მოაკლდება ნაწერს, ვფიქრობ ,ზეაწეული ,აღმატებული პოეზია დარჩება მკითხველისთვის. (ჩემის მოკრძალებული აზრით). კარგი ხარ, დედ!!!!!!!!!!!!
ქართველი ხარ,დედ!!!!!!!!!!!!!!
მცირედი რჩევა მაქვს, მოკრძალებით:სადაც ლონდონზე და კბილის ტკივილზე საუბრობ, ამ ლექსისთვის, ვფიქრობ ზედმეტია.
ვიმეორებ: ამ ლექსისთვის...
თემატურად ამ ლექსს ავსებს,მაგრამ უმაგისოდ არაფერი მოაკლდება ნაწერს, ვფიქრობ ,ზეაწეული ,აღმატებული პოეზია დარჩება მკითხველისთვის. (ჩემის მოკრძალებული აზრით).
10. ნორმალურია. ნორმალურია.
9. იმ საკითხების შედარება (მაპატიეთ) იმ საკითხების შედარება (მაპატიეთ)
8. ლექსი ტკივილითა და სიყვარულითაა დაწერილი, კარგია!
მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნა:
"საძნელოა საკუთარ ნაკლზე ხაზის გავლება" – თუ საკუთარ ნაკლზე ხაზის გასმა?
"ჩამოდის და ამ ძველ ტაძარში, ამ გენიალურ სამყოფელში ქართველ ღმერთების, ჩამოდის და მოილოცავსო" "ქართველ ღმერთების" – გარდა იმისა, რომ არასწორია შეთანხმება (მსაზღვრელ–საზღვრულისა...) ძალზედ გაუგებარია, რატომ მრავლობით რიცხვში...რა პოლითეიზმისკენ მიბრუნებაა?
"გულში მყვანან ახლაც ის ხალხი" – მყვანან არა – მყავს (კრებითი სახელი ზმნას მხ. რიცხვში ითხოვს)
ის საკითხების შედარება "კბილის ტკივილთან", რაზეც ავტორი საუბრობს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია, სხვა რამე შეიძლებოდა აქ მოეძებნა ავტორს.
პუნქტუაცია საკმაოდ მოსაწესრიგებელია...
ნუ მიწყენთ! მხოლოდ კეთილი სურვილით...
ლექსი ტკივილითა და სიყვარულითაა დაწერილი, კარგია!

7. კარგია გიო, მოგიკითხე :) კარგია გიო, მოგიკითხე :)
5. გიო, კაცური კაცი ხარ შენ და ჩემს გულში ხარ ! მადლობა ძმაო თბილი სიტყვისთვის. ერთი გვაქვს საწუხარი ეტყობა და მიტომ არის რომ...
ყველას გმადლობთ.
ნათია შენ უკვე გესაუბრე მეგობარო :) გიო, კაცური კაცი ხარ შენ და ჩემს გულში ხარ ! მადლობა ძმაო თბილი სიტყვისთვის. ერთი გვაქვს საწუხარი ეტყობა და მიტომ არის რომ...
ყველას გმადლობთ.
ნათია შენ უკვე გესაუბრე მეგობარო :)
4. არ ვიცი,ჩემი აღმოჩენაა ეს კაცი,მაკანკალებს ახლა,ისე ვარ..საოცრად მაგარი შემოქმედია ეს კაცი...ნაღდი..უბრალო..ძალიან მაგარი ბიჭია,ასე მინდა ვთქვა,ჯერ მაგარი ბიჭია და ,მერე პოეტი კიდევ...წარმატებები ძმა!
ასეთ ხალხს რომ ვხედავ და რამდენიმე მეგობარს კიდევ,მგონია კიდევ არსებობენ მაგარი ბიჭები, და არ ვცდები,ვიმედოვნებ.. არ ვიცი,ჩემი აღმოჩენაა ეს კაცი,მაკანკალებს ახლა,ისე ვარ..საოცრად მაგარი შემოქმედია ეს კაცი...ნაღდი..უბრალო..ძალიან მაგარი ბიჭია,ასე მინდა ვთქვა,ჯერ მაგარი ბიჭია და ,მერე პოეტი კიდევ...წარმატებები ძმა!
ასეთ ხალხს რომ ვხედავ და რამდენიმე მეგობარს კიდევ,მგონია კიდევ არსებობენ მაგარი ბიჭები, და არ ვცდები,ვიმედოვნებ..
3. ქვემო კომენტარეს დავეთანხმები.... ძალიან ემოციური წერილია და სულით-ხორცამდე ატანს!
5. ქვემო კომენტარეს დავეთანხმები.... ძალიან ემოციური წერილია და სულით-ხორცამდე ატანს!
5.
2. ვრცელი და საინტერესო ნაწერია. ემოციური წერილი :)
რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა. ვრცელი და საინტერესო ნაწერია. ემოციური წერილი :)
რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა.
1. გიო, არ მომბეზრდება გითხრა, რომ საოცარი ხარ, მეგობარო!
"ქართველის კაცის ძარღვებში ამღერებული, ღმერთიც სულ სხვაა..." _ აი,ამისთვის.
"აი, შენ, რომ ქართველი ნახე, თბილისელი, ოცდამეერთე, ახლანდელი დროების შვილი, იქნებ ქართველს სულაც არ ჰგავდა, ვერ გითხარი, გული მტკიოდა, საძნელოა საკუთარ ნაკლზე ხაზის გავლება," _ ამ ტკივილისთვის.
"იქნებ ბევრს არა, მაგრამ ჩვენ მაინც გვეთქმის! თუ რითი ვსუნთქავთ... როგორ ვარსებობთ, ელიზაბეტ, დღეს რომ ქართველი, მყინვარწვერის ამბავს გიყვება, დამიჯერე გამარჯვებაა..." _ იმისთვის, რომ ამ სათქმელით ხარ ძლიერი!
და ამ იმედისთვის და ამ სიმართლისთვის :
"მოვა დრო, როცა დედოფალი, თეთრი, ქათქათა, დანარჩენი მსოფლიოს თვალწინ, საზოგადოდ, გარეშე ნისლის, ფატის, ზღაპრების, ერთ მშვენიერ, სულ მთლად უღრუბლო, წმინდა საღამოს, ყველას თვალწინ ჩამობრძანდება,"
"რასაც გწერდი... რასაც გყვარობდი..." _ ამ სიყვარულისთვის, სიმართლე რომ უთხარი და მიეცი ცოდნა ისეთი, რაც დღეს ქართველებს სასაცილოდ არ კმარათ, სამწუხაროდ.
:-* :-* :-*
გენაცვალე,გიო.
გიო, არ მომბეზრდება გითხრა, რომ საოცარი ხარ, მეგობარო!

მონაცემები არ არის |
|
|