ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
13 აგვისტო, 2011


მთავარი პრინციპი

ღამე , ღამე , ღამე  იდგა  დედამიწაზე.
ქალაქის ცენტრალურ უბანში მანქანა მიჰქროდა, შუქნიშნები მორცხვად ,თვალის პაჭუნით მიაცილებდნენ, მერე მანქანამ სიჩქარე შეანელა და ერთ ავისმომასწავებლად ბნელ შესახვევში გაუჩინარდა...
ამ მოსახვევში ისე ბნელოდა , ისე , როგორც ზანგის უკანალში !.....ანდა გნებავთ თოფის ლულაში ,ან სულაც ისე როგორც უვიცი ადამიანის თავშია ხოლმე.
მერე მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა ,იქიდან მაღალი, აწოწილი მამაკაცი გადმოვიდა, მანქანა ჩაკეტა, სიგარეტს მოუკიდა და სადარბაზოში შეაბიჯა.
მაგრამ  ..... როგორც კი კიბეზე შესდგა ფეხი ,ზურგს უკნიდან ხმაური მოესმა.... შემდეგ ზურგზე რაღაც მიებჯინა, თან მეტისმეტად არასასიამოვნო იყო ეს შეხება!....
–––არ გაინძრე!....––ჩაისისინა ვიღაცამ.
მამაკაცი შეცბა ,შეეცადა სიტუაცია არ გაემწვავებინა, მორჩილად ამოიღო ჯიბიდან საფულე ,მანქანის გასაღები ,ტელეფონი ......მერე ცოტა პაუზა გააკეთა და ნაჩუქარი საათის შეხსნას შეუდგა, ამ დროს საათის ისრები ზუსტად სამს აჩვენებდა ,მაგრამ  მამაკაცი ამაზე სულაც არ ფიქრობდა.
თავდამსხმელმა უცებ წინიდან დაუარა ,საფულე გამოართვა და ზიზღით ჩაუტენა ისევ ჯიბეში.
––მანიაკია ნამდვილად.....––გაუელვა თავში მამაკაცს ––აბა რა ჯანდაბა უნდა?.....  იქნებ ჩემი მოკვლა დაავალეს  ?.....საშინელი სისწრაფით ის პოტენციურ მტრებს იხსენებდა, მაგრამ ვერავინ გამოარჩია, მერე შეეცადა თავდამსხმელის სახე დაენახა როგორმე ..... იქნებ იქ ეპოვა  რაიმე გასაღები !..... თუმცა არც ეს გამოუვიდა, ბნელოდა მის წინ მხოლოდ არაფრისმთქმელი სილუეტი იდგა.
თავდამსხმელი თითქოს ჩასწვდაო  მის ფიქრებს ,მარცხენა ხელი შიდა ჯიბეში ჩაიყო , იქიდან მაყუჩი ამოაძვრინა და რევოლვერს აუჩქარებლად, გულდასმით  მიახრახნა.
–––აი რა  !...–––თქვა ბოლოს,––შენ დღეს საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელად დაგნიშნეს, ხმების სამი მეოთხედი შენს ხელთაა .... მოკლედ ,ბევრი რომ არ გავაგრძელოთ... ჩვენიანია....  ერთი კაი ბიჭი ,ნიჭიერი და რამე..... მარა ...........ცოტა დახმარება არ აწყენს ,ცოტა ხელის წაკვრა ჭირდება.. ჰაა ?....  წვერიანია, აი ასეთი...  შენ ხომ იცი ვინცაა!..
––ოჰო......  ჰოოოოოო .....  ამოიხვნეშა მამაკაცმა, ის უკვე ყველაფერს მიხვდა, მიხვდა!.... არა და ახლა იმაზე ფიქრობდა თუ რა დიდი სიამოვნებით წაკრავდა მართლა ხელს  ამ წვერებიანს .................................  რომელიმე მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან!...
მაგრამ ამ წუთებში სამწუხაროდ ძალა აღმართს ხნავდა .....
––თუ ახლავე არ დათანხმდები, ––განაგრძობდა მამაკაცი დამცინავი ხმით,–––სულს ამოგხდი!... ახლავე  შუბლს გაგიხვრეტ!....
მერე რევოლვერს ხელი მოუჭირა  და დაიძაბა.
ჰაერი დამძიმდა , მამაკაცი შექანდა ,ყურებში ხმაური იგრძნო, ახლა სადარბაზოში ღამის სუფთა გრილ ჰაერს ზუსტად  ის სამი მეოთხედი სიმყრალე შერეოდა , აი ის სიმყრალე, ზოგიერთი ადამიანის საღი აზრით გაუნიავებელ ტვინის ჩაკეტილ ჯურღმულებში რომაა ხოლმე დაგუბებული!!!!!!......
მამაკაცი ფიქრობდა....  ის პრინციპული ადამიანი იყო , მეგობრები ,კოლეგები, მას ასეთად იცნობდნენ.. მიმოიხედა  ,უცებ შეზიზღდა ყველაფერი ,პროზაც .... პოეზიაც....  ამაყად ასწია  თავი და  მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
–––მესროლე!....



12.18.2011.სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები