ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
14 აგვისტო, 2011


ყურძნის მკვახე მტევნები

დაუძახა დედიკომ
თინიკოს და ლევანს,
ნაღვლიანად დაჰყურებდა
ყურძნის მკვახე მტევანს.

-დედი, შენს თავს ვფიცავარ-
იცრემლება თინიკო,
-მე არ ვიცი უკითხავად
დღეს ვენახში ვინ იყო.

ჩუმადა დგას ვაჟკაცი,
არ შეშვენის ცრემლები,
მით უფრო, მან დაყარა
ყურძნის მკვახე მტევნები.

კი ახსოვდა, დედიკომ
-ჯერ ხელი არ ახლოთო,
სანამ არ დამწიფდება
ახლოსაც არ გნახოთო.-

დამწიფდაო, ეგონა
ისე წითლად ღუოდა
და იფიქრა, რომ მაშინ
დედიკონა ტყუოდა.

არვინ დამინახოსო,
ჩაიყარა უბეში,
გასინჯა და სიბრაზით,
მოისროლა გუბეში.

იცის, დამნაშავეა
თავი მიტომ დახარა...
-მაპატიე დედიკო,
მეტს არ ვიზამ, აღარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები