ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2011


რა იქნებოდა

რა იქნებოდა მყოლოდა ძმები?...
მომესწრო მათთვის დამექსოვა
თეთრი პერანგი და გადამეცვა...
არ წავიდოდნენ უცხო ქვეყნებში ლამაზ გედებად...
რა იქნებოდა, ან და მყოლოდა?...
არ ჩაეკბიჩა წითელი ვაშლი,
ანდა მიესწრო ბატონიშვილს
და დაეკოცნა გაყინული მისი ტუჩები...
არ დარჩენოდა სამუდამოდ
ქათმისფეხება ქოხს სამკაულად?...
რა იქნებოდა? მამაჩემსაც ქონოდა ბედი,
ეპოვნა ჯადოსნური სამი კაკალი
და მოეტანა კონკიასათვის...
რა იქნებოდა, მეც მქონოდა ფრიალა კაბა
და უფლისწულთან მეცეკვა ვალსი?
რა იქნებოდა, არ დამკარგვოდა ის ბროლის ქოში?
რომელსაც დღემდე სულ სხვას არგებენ?...
რა იქნებოდა, რომ გავცლოდი დედის შექმნილ
ზღაპრულ სამყაროს?...
და მეცხოვრა როგორც ხორციელს?...
რა იქნებოდა მყოლოდა და-ძმა?
თუნდაც ზღაპარში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები