ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2011


წაწალო

წაწალო, შენი წაწლობა
ხან მახარებს და ხან არა.
მე შენთან ყოფნის სურვილმა
დამტოვა ქუჩის ამარა.
შენს ნახვას მოწყურებული
ახლა დაგიცდი აღარა.
შენთან მოვდივარ... ლოდინში
გამამერია ჭაღარა.
იცოდე: სახლში დამიხვდი,
მახარე ანწლის ანწლობა.
კარგა ხანია შენსავით
დაწყებული მაქვს წაწლობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები