ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2011


უების სიმფონია

"ისევე როგორც მზე გამოქრა ამ მთებს თვალებში,
ჩემს ნავსაყუდელს რომ დაჰყურებს ადრედილიდან"


გამოქრება ეს მონატრებაც,
ხეების ჩრდილში დღეს რომ გოგო ტოვებდა დაღლას,
აქ ჩემს ფანჯრებთან, რომ ტოვებდა, გადაიფიქრა,


სულმოუთქმელად გაემართა კიბეებისკენ,
ყვითელ ავტობუსს მიუსწრებდა ალბათ ის გოგო,
დაღლილობის ამ ხის ჩრდილში დატოვება კი გადაიფიქრა.


და მე ასე ვთქვი:


სადაც არ უნდა ვიდგეთ,
როგორც არ უნდა გვეცვას,
ჩვენ ერთნაირი გამჭრიახობით
უკვდავგყოფთ შენ.


და მე მოვითხოვ:
თანაბარი გამჭრიახობით,
მოგვაგებდე, ჩვენ წილ სუნთქვას,
ჩვენ წილ ოცნებებს...


და რაც არ უნდა ყოფილიყო იმ გოგოს თავში,
იმ წუთში,
სანამ კიბეებზე დაუკრავდა დიდი ხნის სათქმელს,
ალბათ ყველაზე იშვიათ და ნაღდ მელოდიას,
უდროობის, უნაყოფობის...


იყო მხოლოდ ცხელი ზაფხული, პრობლემებით ყელამდე სავსე,
გამსჭვალული ჩვენი ცხოვრება, ამ ყველაფრის მიუხედავად
ყურს რომ უგდებდა მთელ ამ უების სიმფონიას და
ბედნიერების უცოცხლესი განცდებით სავსეს,
ლეონარდოს ამოკაწრული ღიმილი რომ დასთამაშებდა


და მე ასე ვთქვი:


უვდავია უკვე ეს გოგო, ის ასეთი ახალგაზრდაა
და უკვე უკვდავია, რადგან მის ქუსლებს,
ასე მარტივად შეუძლიათ დაუკრან ჩვენი ცხოვრება,
ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდ პრობლემას,
ისე მსუბუქად ეხებიან მისი ქუსლები,
ისეთ მარტივ აკორდებს იღებენ, იქ, სადაც ბევრ მეცნიერს
ხელიც და ფეხიც ერთნაირად მოუცურდა,
წარმოუდგენელია ამ გოგონას ასეთი კადრი,
სასიყვარულო სიტყვებივით არ შემორჩეს კაცობრიობას.


უკვდავია უკვე ეს გოგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები