ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2011


ჩემს ფანჯარასთან ქარმა გარეპა...

ჩემს ფანჯარასთან ქარმა გარეპა,
დღეა ჩემსავით მელანქოლიკი.
ჯართს ვიბარებო - ყვირის გარედან,
არსებობისთვის ბრძოლის მორიგე...
მე კი ვიბარებ ფიქრებს, ნაცრისფერს,
სხვა სიხშირეზე გადასართველად.
მოწყენილი ვარ? ალბათ, არც ისე,
"ახმად ჩაისთან" ერთად ვჯანმრთელობ...
შლიან აზრები ახალ პასეანსს,
"მოვა-არ მოვა" რომ განიხილონ...
განწყობა ისეთ ხასიათზეა,
ტუჩის კუთხით სურს რომ გამიღიმოს.
ქარის რეპსა თუ მიეთ-მოეთში
უეცრად გაჩნდა ერთი სტრიქონი,
- მომენატრაო შენში პოეტი,
ველი, დასასრულს თუ მომიგონებ...
          25.08.11
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები