ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2011


*†* პირველი წერილი ვიბოს *†*

ვიცი ამ ხასიათს, ცივი კალვადოსი შვენის.
ძმებიც აქ არიან, გარეთ გაიხედე ვიბო !
ჩემი არყოფნაა ჩემი ლექსები და შენი
ქუჩის წვიმა არი, მწვანე ფოთლებია. გიჯობს

დარჩე სველ ხეებთან, თვალებდახუჭული, სირჩით.
სადაც ბავშვობა და დღეთა საფლავები მოჩანს .
როგორც ჩვენ გვასწავლეს, ამ დროს მობრუნება გიჭირს,
როცა მიდიხარ და იცი ყველაფერი მორჩა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები