ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2011


ამეკვიატა

მარტოხელა ხეებზე ფიქრი დღეს დილიდან
ამეკვიატა...
ხელგაშლილები დგანან ასე, ცას შეჰხარიან,
სხვა რამ არც უნდათ,
ამონასუნთქით უზარმაზარ სივრცეს ავსებენ
და გვიწვდიან ჩვენ ჩასასუნთქად.
და კიდევ იცი?  შენ რომ გგონია
მათი მისია,- მარტოყოფნაა...
სევდიანები, მაგრამ ასე, გულგაშლილები...
გაგეცინება,მე კი ვიცი დაბეჯითებით,
რომ პირიქით, -მარტოობას აბითურებენ!
როგორ უხდებათ თავზე ცა და ფეხქვეშ
მინდორი,
რაღაცით გგვანან, მათზე ფიქრი ტყუილად კი არ
ამეკვიატა,
თითქოს ყველაფერს იზიდავენ თავის გარშემო,
მეც არ მინდობენ,
თუ გინდა მორიგ ახირებად ჩათვალე ჩემი,
ასე კია და?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები