ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2011


მინიმები

ერთგულება

როგორც ალუბლებს შერჩებათ ხოლმე
დამჭკნარ ყვავილთა სურნელება,
ზუსტად ასე შემორჩათ თვალებს
შენი თმის ფერი...

ცეცხლმოკიდებული

მზე ჩადიოდა...
და ფიქრებს, როგორც
ზღვის ვნებიან, აქოჩრილ ტალღებს,
ეკიდა ცეცხლი...

მოღალატე

რა მოღალატე ყოფილა ქარი...
წუხელის ჩემთან ათევდა ღამეს,
დღეს კი ვიღაც ქალს აუწია
ქუჩაში კაბა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები