ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2011


ოდა ლამაზებს (ნინო დურგლიშვილს, მარი დურგლიშვილს, მაცაცო გიორგიძეს)

იცოცხლეთ... ცის გაბრწყინება
ღმერთმა ქნას, ღმერთმა ინებოს!
ღვთისმშობლის კალთა გფარვიდეთ
ქართული მიწის შვილებო!
მიყვარხართ სიტყვის უთქმელად,
როგორც ქორბუდა ირმები!
მინდა რომ ავაწკრიალო
თქვენთვინ ფანდურის სიმები!
ქალების კდემა ჩემგანაც
არ არის დავიწყებული!
ეგ სახეები მენახოს
სულ მუდამ გაბრწყინებული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები