| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 4 სექტემბერი, 2011 |
3. ალიკა წამოდგა, უკვე აღარ ეშინია რომ თავს აარტყამ რამეს. ერთჯერადი ჭიქა შემართა და მივხვდი - დაიწყო. თუ იშტაზე მოვიდა იმხელა სადღეგრძელოებს ამბობს, დაიწყებს და ბოლოში ავიწყდება რას ამბობდა... - ხოდა ჩემო კარგო ხალხო, ერთი სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ... ვალოდია ყურადღებით უსმენს, იმან რა იცის რა ელის, სოსიკომ მე მეჩურჩულება, -გაზეთი არ გაქ რამე, სანამ აი სადღეგრძელოს დაამთავრებს თვალს გადავავლებდიო. - ...ერთ ქალაქში ცხოვრობდა ცოლი და ქმარი, - აგრძელებს თამადა, - ამათ ჰყავდათ ერთი შვილი, ხოდა რო მოსაღამოვდა, ცოლმა ქმარს უთხრა, კაცო, ჩაი ხო არ დაგველია, ბავშვი ბულკებზე გავაგზავნოთო... ამან მთლად დაუბერა, რაის ჩაი და რაის ბულკია, კონიაკს ვსვამთ აგერ მშვენიერს, მაგრამ ეჩხუბები და შეიძლება უკონიაკოდაც დარჩე, მისი მოტანილია. რა გამახსენდა თან, მეშვიდე კლასში ვართ, არ მახსოვს ზუსტად - წყალში ჩავარდნილთათვის თუ ფუტკრით დაკბენილთათვის ოც კაპიკს აგროვებდნენ, ხოდა გაიგიჟაA მაშინ ალიკამ თავი, ოც კაპიკად ბიძია ორ ბულკი მოვაო. ეძახე ახლა პროფესორი, ბულკებს ვერ გაცდა. აგრძელებს... … - მართლაც გაუშვეს ბავშვი ბულკებზე და მისცეს სამი ლარი: შვილო, აჰა წადი და ათი ბულკი მოიტანეო. Bბულკი იმ ქალაქში და იმ საფუნთუშეში ზუსტად ოცდაათი თეთრი ღირდა. წავიდა ბავშვი და მოიტანა პარკით ბულკები. ხო იცით ქალი მანც ქალია, დათვლა უყვარს და დაითვალა, აღმოჩნდა რომ პარკში თერთმეტი ბულკია. გაბრაზდა ქალი, - ალბათ მოიპარეო, - შვილს ჩხუბი დაუწყო. ყურებზეც წაეტანა. Qქმარმა, - დედაკაცო, ბავშვს თავი დაანებე, იქნებ და გამყიდველს შეეშალა, შე რა იციო... Aაბა თქვენ მითხარით, რომელი იყო მართალი, ქმარი თუ ცოლი? - რა თქმა უნდა ქმარი, – ამბობს სოსო, - იმიტომ რომ თუ ბავშვმა მოიპარა, გზაშივე შეჭამდა ამ ბულკს... - კი, მეც ქმრის მხარეს ვარ... – ქმრის და სოსიკოს მხარე ერთად დაიჭირა ვალოდიამ. ახლა ყველამ მე შემხედეს. A - რა მაინტერსებს, სიდედრი თუ იყო სახლში? – ვამბობ მე. - არა... - ბედნიერი ყოფილა აბა ის კაცი, ხოდა რისი სადღეგრძელოა, ბულკის? – დალევა მეჩქარება, თან ხო ვიცი, ღია ჭიქაში ორთქლდება კონიაკი. - გეტყვით, Aარადა იმ საბულკეში თურმე ახალი წესი შემოეღოთ, თუ ათს იყიდდი, ერთს სჩუქნიდნენ, პრემიად. ანუ რა მინდა ვთქვა...…- სათითაოდ გადმოგვვხდედა ყველას, ხო ვთქვი დაავიწყდა უკვე რა უნდა ეთქვა. …აგრძელებს... - ...მოდი ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ და ჭეშმარიტებას გაუმარჯოს... ხოდა აგერ რომ არის ახლა ჩვენს გვერდით კაცი, თავიდან რომ ვიღაცა ისე კაცი მეგონა, თურმე ოქროს კაცი ყოფილა და მე ნაჩქარევი დასკვნა გამიკეთებია... ხოდა შენ გაგიმარჯოს ჩემო ვალოდია, – თქვა თამადამ და დალია. არ იყო საჭიროო, ისე დაიმორცხვა ვალოდიამ, თითქოს ხუთი წუთის წინ ქელეხის თევზი არ ეჩუქებიოს ნახევარი საათის წინ გაცნობილი ხალხიზა. მე და სოსიკომაც რიგ-რიგობით დავლიეთ ყოველგვარი იგავ-არაკების გარეშე და ზანგმა პრავადნიკმა შემოიხედა, ისევ წინწყაროს სიმღერით, თან ჩაამატა, თეთრეული არ გინდათო. ამ შავ კაცს რა თეთრეული უნდა ჰქონოდა. თამადამ, ჩვენ თეთრეულის ხალხი არ ვართ და ერთი ეს კონიაკი დაგვილიეო და საკუთარი ჭიქა მიაწოდა. ვერ დავლევ არ შეიძლებაო, იმან. შეიძლება კონიაკის სუნი ამივიდესო და კანტროლი დადისო. არა უშავსო, ალიკამ, კანტროლი პირდაპირ ჩემთან გამოუშვი და იმათაც დავალევინებ და ვერაფერს მიხვდებიენო. რა გულუბრყვილო ხალხია ზანგები, დაუჯერა, აბა რა სადღეგრძელოაო, იკითხა... ჩვენ ვასოს ბებიის ხსოვნის, ვალოდიას დის და თვითონ ვალოდიას სადღეგრძელო დავლიეთ და რაც შენს გულს გაუხარდება შენ ის თქვიო, - ნება დართო თამადამ. ის გაკვირვებული იყურებოდა, აზრზე არ იყო ან ვალოდია ვინ იყო, ან ვასო და მისი ბებია. თუმცა არ დაიბნა: ხოდა მაშინ მოდი თქვენ ნათქვამს გაუმარჯოსო თქვა და დალია. ახლა სოსიკო ეკითხება, ძამა, მართლა ზანგი ხარო? ამ აბდალმა ტყუილად ზანგი სად ნახა...Kკი, მართლა ზანგიო, იმან. გავიცნოთ აბა ერთმანეთიო. თურმე ისმაილა ქვია და კახეთშია დაბადებულ-გაზრდილი. ჩვენც გავეცანით. ქართული კი იცი, მარა აბა ზანგური თუ იცი-მეთქი? - უცებ დამებადა კითხვა. კიო, პოეტზე მეკითხები ხოო? Kკიო, კიო პოეტზე გეკითხებაო, ალიკამ - იცინის. რაის პოეტი, ვფიქრობ. თურმე პოეტი ყოფილა, გვარად ზანგური. მაგრად მომწონს, მაგარი ლექსები აქვს, გითხრათ ერთიო. Kკაიო, დავაიო... – ალიკამ. - ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს, კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს კანჭებზე ღმერთმანი, შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ... თქვა და ახლა ბრიგადირმა არ ჩამოიაროს, თორემ საყვედურს მეტყვისო და წასვლა დააპირა... ეს ეროტიკულ-სექსუალური ლექსი რომ გვტყორცნე, ვითომ ეს რა იყოო, - უთხრა ვალოდიამ და ცხვირი გაუწითლდა, თუ მანამდე ქონდა გაწითლებული არ ვიცი. ისე აშკარად ეტყობა, რომ ხასიათზე მოიყვანა კონიაკმა. არა, ისე უბრალოდ მომწონს, რომ კაცი ქალს აფრთხილებს, დედამიწა გიყურებს ქვეშიდან და ფრთხილად იყავიო... – იცინის ისმაილა. სოსიკო ალიკას ეუბნება, აქამდე დედამიწა ქალი მეგონა, ამ ლექსით კაცი გამოდისო... ტელეფონი რეკავს. Aანუ რადგან ტელეფონი მაქვს, აუცილებლად უნდა დამირეკონ. ისევ ვასოა, შენ ხარო? კი-მეთქი. აბა ვინ უნდა ვყოფილიყავი. რა ხმაურია მანდო. შენ თუ იცი დედამიწა ქალია თუ კაცი-მეთქი, იქეთ დავუსვი კითხვა. Gგააფრინა ამან, ერთი წამით გარეთ გამოდი, არ მესმის შენი ხმაო. კარგი-მეთქი, ვეუბნები და ტამბურში გავდივარ. იქ ვიღაც პატარა წითურთმიანი და ცხვირაპრეხილი ბაღანა დამხვდა ფანჯარაზე ჩამოპორწიალებული, მაიმუნივით. ნეტა პატრონი არ ყავს. მარტო ხარო... – ვასო მეკითხება. არა, ვიღაც პატარა რუსი ბაღანაა აგერ ფანჯარაში-მეთქი. ვინ რუსი ბაღანაო, - მეკითხება. აბა მე რა ვიცი, შეიძლება პუტინის აგენტია-მეთქი. შენ უთხარიო, ვასოს ხმა მესმის ახლა. ეტყობა ვეფხვიას ეუბნება. რას შვებითო ახლა ვეფხვია მეკითხება. რას ვიზამთ, კონიაკს ვსვამთ და ზანგი პრავადნიკი ვინცხა ზანგურის ლექსებს გვიკითხავს-მეთქი. რა ზანგი პრავადნიკიო, ვასო მეკითხება. მატარებელში პრავადნიკი გინახავს-მეთქი, კიო, ზანგი ხო გინახავს-მეთქი, კი კინოშიო. ხოდა ჩვენთან მატარებელში ზანგი პრავადნიკია და ვიღაც პოეტი ყოფილა, ზანგური და იმის ლექსებს გვიკითხავს-მეთქი. ბიჭო, ხო გითხარი, ესენი დაბოლილებია, რეის თევზის ჩამომტანები არიენო, - ვეფხვიას ხმა მესმის.. რაის დაბოლილები, მხოლოდ ორი ჭიქა კონიაკი დავლიეთ-მეთქი. ის პუტინი სად არისო, ახლა ვასო მეკითხება. არა, რა პუტინი ტუტინია გვარად და ისიც ჩვენთან არის-მეთქი. ბიჭო არ გვასიაფანდებდეს, მართლა კისრულობს თევზსო, ისევ ვეფხვიაა. რავი ასე თქვა და ხელწერილს ხო არ დავადებიებდით-მეთქი. დააკვირდი ერთი სიცხე არ ჰქონდესო, რა ეჭვიანი ეს ვეფხვია. ალაოდ ხო არ ხარ, ახლა სიცხის გასინჯვას ხო არ დავუწყებ, ან თერმომეტრი სად ვიშოვნო-მეთქი. გაითიშა ისევ. ველოდები, იქნებ გადმორეკოს. ტელეფონს აწერია – ლიმიტედ სერვისეო, ანუ არ იჭერს. ის ბაღანა ისევ ფანჯარას ეპოტინება, ჩიქორთული რუსულით ვეკითხები, მალჩიკ, კაკ ტებია ზავუტ? რაღაცა მითხრა, მატარებლის ხმაში ვერ გავარჩიე, მგონია – ბერდიაულო მითხრა. ვფიქრობ ეს რა სახელია. მალჩიკ, კაკ ტებია დომა ზავუტ, კიდევ ვეკითხები. პერტიაულ, - მეუბნება. ან პერტიაული რა სახელია ვფიქრობ და მესამედ ვეკითხები – მალჩიკ, ა კაკ ტებია დრუზია ზავუტ, მივახარჯე მთელი რუსული ზედ. ბიჭი ალბათ ფიქრობს, რომ ყრუ ვარ და ხმამაღლა და დამარცვლით ამბობს – პე-რტია-რა-ულ. ახლა ვხვდები - პერტია რაული ყოფილა, არადა რუსი მეგონა. მერე ქალმა გამოყო თავი კუპიდან, რაულ, ვ კუპე ზახადი, ნი შალიო. რა შუაშია შალი. ააა, გამახსენდა, შალიტ ცელქობაა. პერტია რაულმა, სიჩას ბაბუშკაო, კი უთხრა მარა, დიდად არ შეუწუხებია თავი, ისევ ფანჯარას ებღაუჭება. თურმე ეს ქალი ბებია ყოფილა, ალბათ დედის მხრიდან. მივხვდი, ანუ გამოდის ეს ქალი რაულ პერტიას მამის სიდედრია. აქაც სიდედრი. ჩემი ბიჭის ამბები მახსენდება. კივილით დამხვდა ერთხელ ცოლი სახლში, რა გჭირთ-მეთქი, მიხედე ამ შენს მოჩხუბარ შვილსო. ვხედავ ბიჭს დაბღოტილი აქ ცხვირ-პირი. რა გჭირს მამა-მეთქი. დოვუნგრიე ერთ კლასელს სახეო, უარესად აქ იმასო. არ მითხრა ვის ეჩხუბა ან რაზე. სულ პატარა რომ იყო, ოთხი წლის, ერთ ზაფხულს სოფელში რომ ვიყავით, მეზობლის ბავშვი იყო გადმოსული ჩვენთან, შვიდი წლის. ეჩხუბა იმასაც რაღაცაზე და ჩაუგდია იმას წყალში, პატარა წყარო ჩამოდის ჩემს ეზოში და იმაში. დაინახა ცოლმა, ქოქოლით გამოუცვალა სველი ტანსაცმელი. მივიდა ისევ იმ ბიჭთან კიდე ეჩხუბა და კიდე ჩაუგდია იმ ბიჭს წყალში. მისულა კიდე ცოლი, გაქცეულა ის ბიჭი, ეს კი ეტრაბახება დედამისს, ახლა მე მევერიე და ჩავაგდე წყალში, ნახე რაფერ გავაქციეო, არადა თვითონ იყო ისევ დასველებული... ტელეფონი ისევ არ იჭერს. მეც ჩვენ კუპეში შევდივარ. კონიაკი... რაის კონიაკი. აქ ცხარე კამათი აქვთ გაჩაღებული... - საყვარლები ყავთ კაცო თურმე, კაცი ოჯახს რომ უღალატებს, ქვეყანას რა ხეირს დააყრის იგი... – მე მეუბნება ისმაილა, თითქოს ჩემი ბრალი იყოს ვინცხას თუ საყვარლები ყავს. ალბათ უცხოურ სერიალებზე საუბრობენ... მართალი ხარ-მეთქი, მე თავს ვუქნევ. - ყველაზე ჭკვიანი ხალხია ჩინელები. სამოც წლამდე უფლება არ აქვს ადამიანს ქვეყნის მეთაური გახდეს, სამოცი წლის კაცი კიდე სად გაგიგია ქალს დასდევდეს, – ეს სოსიკოა, საიდან იცის ნეტა ჩინეთში რომელ წლამდე სდევენ ქალებს. - კაცო, რო გამოდიან ეს გაზეთებიდა რომ წერენ, ამ ქალს გაეკიდა და იმ ქალს გაეკიდაო, მოუწყონ იმპიჩმენტი. ერთხელ შეცდა კლინტონი მდივანთან და კინაღამ დაატოვებინეს პრეზიდენტობა! - საიდან აქვს ალიკას ეს ინფორმაციები, ახლა ვხვდები ვისზეცაა ეს პოლიტიკური დებატები. … - არაა ძამა საქმე ასაკში, თხუთმეტი წლის იყო დავით აღამაშენებელი მეფე რო გახდა და ქალებიზა არ უდევნია, ქვეყნის მტერს დასდევდა აღმა და დაღმა. – თქვა ალიკამ. - Kკაცი ქალს უნდა დასდევდეს, აბა კაცს? – ვბრაზობ მე, - რა არის შენ, გაგითავდა სიტყვა და კონიაკი? - Uუბრალო კაცი რომ ხარ სდიე ვისაც გინდა, პრეზიდენტი რომ ხარ, დოუკვირდე უნდა შენ სიტყვას და შენს საქციელს! – ცხარობს ალიკა. Aარადა ვარდების თუ ეკლების რევოლუციის დროს მეორე პრეზიდენტი, თან გურული, რომ გაუშვეს სახლში და ახალს ირჩევდნენ, ძალად წამიყვანა სოფელში (იქ ვართ ჩაწერილები), ხმა არ დაიკარგოს, დიდი იმედი მოდის ხალხისო... კი ვეუბნებოდი, არავინ არ მოდის ძამა ხალხიზა, გზის ფული უნდა დამახარჯინო ტყულად-მეთქი, მარა ვინ დამიჯერა?! - თამადას მინდა ერთი სადღეგრძელო ვთხოვო... – ამბობს ვალოდია. ა, კაცი, თანდათან უფრო მევასება ეს ვალოდია. - თქვი ძამა, - თანხმდება ალიკა. რას შვება ლოქო?! Aაბა ისე შანსი არაა სადღეგრძელო დაუთმოს ვინმეს, თან საკუთარ სასმელზე. … - ხოდა ისმაილთან ვარ ალავერდს. ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო მინდა ვთქვა, - აგრძელებს ვალოდია, გაიგე ახლა ან ამის სამშობლო რომელია, ან ისმაილას, - საქართველოს გაუმარჯოს ბიჭებო... - თქვა და დალია. შემრცხვა ცოტა, რა არ ვიფიქრე. - საქართველოს გაუმარჯოს, - ამბობს ისმაილა და ტირის. ამისთანა გულჩვილი ზანგი თუ მენახოს, მოვკვდე რა... უცებ ვალოდიაც ცრემლებს იწმენდს. ახლა ალიკა დგება... ვიცი, ლექსს იტყვის - აკაციებზე. - M„მივდივარ და მომდევენ, გვერდით აკაციები, ვხედავ აქაც იები, ვხედავ იქაც იები... ცაო შენი ბრალია, მიწას რომ არ ატყვია, ჩემი პატარაობის, მკრთალი ნაფეხურები, ცავ გაშლილო ჯეჯილად, ცად გაშლილო ჯეჯილო, ვერა მე ვერ გავძღები საქართველოს ყურებით” მერე, ასე გაუმაძღარმა, საქართველოს გაუმარჯოსო, დააყოლა და დალია... ახლა შეიძლება ისიც ატირდეს. ასეა, საქართველოს საღეგრძელოს რომ სვამს ტირის, მერე ამბობს თვალში რაცხა ჩამივარდაო. მათლაც ატირდა. ხო ვთქვი ატირდება-მეთქი. შეენახა პაწა ცრემლი საწყალი თინა ბებიაზა. Aან ახლა მაინც გადმოერეკა ვასოიას, ხო მეტყოდა რას აკეთებთო, ვეტყოდი, ვალოდია ტუტინი, ზანგი ისმაილა და ალიკა ტირიან, რა მნიშვნელობა აქვს ვის ტირიან, თინა ბებოს თუ საქართველოს... …
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მარტალი გითხრა საქართველოს სადრეგრძელო მომეწონა და ამიტომ გავაწითლე, ისე , ეს ნაწილი არ მოეწონა, არ მომწონს როცა უკბილო პოლიტიკური ხუმრობაა მოთხრობაში, ზედმეტია რაღაცეები და სისადავე და ნამდვილი იუმორი დაუქვეითდა ამ ნაწერს ჩემი გულწრფელი შეფასებით. მარტალი გითხრა საქართველოს სადრეგრძელო მომეწონა და ამიტომ გავაწითლე, ისე , ეს ნაწილი არ მოეწონა, არ მომწონს როცა უკბილო პოლიტიკური ხუმრობაა მოთხრობაში, ზედმეტია რაღაცეები და სისადავე და ნამდვილი იუმორი დაუქვეითდა ამ ნაწერს ჩემი გულწრფელი შეფასებით.
7. უბრალოდ, ძალიან მიყვარს და მომწონს შენი პროზა და მორჩა! :) მოგიკითხე! 55555 უბრალოდ, ძალიან მიყვარს და მომწონს შენი პროზა და მორჩა! :) მოგიკითხე! 55555
6. ახლა მაინც გადმოერეკა ვასოიას, ხო მეტყოდა რას აკეთებთო, ვეტყოდი, ვალოდია ტუტინი, ზანგი ისმაილა და ალიკა ტირიან, რა მნიშვნელობა აქვს ვის ტირიან, თინა ბებოს თუ საქართველოს... …
გაიხარე, ლევან! ნიჭიერი მწერალი ჰყავხარ გურიასაც და საქართველოსაც! ფიზიკოსობაზე - აღარაფერს ვამბობ! :)))))))))))))) 555555555555 ახლა მაინც გადმოერეკა ვასოიას, ხო მეტყოდა რას აკეთებთო, ვეტყოდი, ვალოდია ტუტინი, ზანგი ისმაილა და ალიკა ტირიან, რა მნიშვნელობა აქვს ვის ტირიან, თინა ბებოს თუ საქართველოს... …
გაიხარე, ლევან! ნიჭიერი მწერალი ჰყავხარ გურიასაც და საქართველოსაც! ფიზიკოსობაზე - აღარაფერს ვამბობ! :)))))))))))))) 555555555555
5. ..
ჟანრია მითითებული არასწორად და გასწორდეს იქნებ. ..
ჟანრია მითითებული არასწორად და გასწორდეს იქნებ.
4. ვა ყოჩაღ ვალოდიას და ისმაელას :) "დავიხოცე სიცილით", გაიხარე ავტორ. ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მოგილოცავთ მეც, ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა ვა ყოჩაღ ვალოდიას და ისმაელას :) "დავიხოცე სიცილით", გაიხარე ავტორ. ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მოგილოცავთ მეც, ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა
3. მოვიგეთ, მოვიგეთ, მოვიგეთ... მადლობა ჭას, ჯინას, კოკოშკოვს და ბიჭებს...
გამარჯვება ბიჭებო... წინ ბულგარეთია მოვიგეთ, მოვიგეთ, მოვიგეთ... მადლობა ჭას, ჯინას, კოკოშკოვს და ბიჭებს...
გამარჯვება ბიჭებო... წინ ბულგარეთია
2. გამიხარდი ლორიააა...:-* სანამ ესენი ჩავლიან და თევზს ჩაიტანებენ...(ან სადაა ჯერ თევზი? )გაასვენებენ უბედურ თინას მანამდე...:))))) შემოდით , ვისაც გინდათ სიცილი...:)))) გამიხარდი ლორიააა...:-* სანამ ესენი ჩავლიან და თევზს ჩაიტანებენ...(ან სადაა ჯერ თევზი? )გაასვენებენ უბედურ თინას მანამდე...:))))) შემოდით , ვისაც გინდათ სიცილი...:))))
1. მოსულა გურული კაძახი ზანგი პრავადნიკით, პოეტი ზანგურით, ვალოდია ტუტინით (ცოტა რომ დააკლდა პუტინობამდე), დამთხვეული გურულებით, სიბრძნეს რომ აფრქვევენ...
"ყველაზე ჭკვიანი ხალხია ჩინელები. სამოც წლამდე უფლება არ აქვს ადამიანს ქვეყნის მეთაური გახდეს, სამოცი წლის კაცი კიდე სად გაგიგია ქალს დასდევდეს, – ეს სოსიკოა, საიდან იცის ნეტა ჩინეთში რომელ წლამდე სდევენ ქალებს"
არაა ძამა საქმე ასაკში, თხუთმეტი წლის იყო დავით აღამაშენებელი მეფე რო გახდა და ქალებიზა არ უდევნია, ქვეყნის მტერს დასდევდა აღმა და დაღმა. – თქვა ალიკამ.
ისე, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო და იმსჯელო, ვინ მოუტანს ხალხს სიკეთეს, ვერაფრით განჭვრეტ წინასწარ, რამდენადაც უტყუარი ალღო არ უნდა გქონდეს. ა, თუ არ გჯერათ:
"ვარდების თუ ეკლების რევოლუციის დროს მეორე პრეზიდენტი, თან გურული, რომ გაუშვეს სახლში და ახალს ირჩევდნენ, ძალად წამიყვანა სოფელში (იქ ვართ ჩაწერილები), ხმა არ დაიკარგოს, დიდი იმედი მოდის ხალხისო... კი ვეუბნებოდი, არავინ არ მოდის ძამა ხალხიზა, გზის ფული უნდა დამახარჯინო ტყულად-მეთქი, მარა ვინ დამიჯერა?!"
ისე, ვერ ჩავაღწიეთ ჩახატაურამდე, ხომ? აი მატარებელი რაცხა ზუსტად ისე დიდხანს უნდება დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, რავარც გასული საუკუნის 90–ანებში უნდებოდა დსავლეთიდან აღმოსავლეთში (ანდა პირიქით) ჩასვლას, შუქი რომ მოულოდნელად ითიშებოდა...კაი გამართლება იყო ზესტაფონში თუ მოგიწევდა ყურყუტი. სვირის ღვინო ან არაყი (რომელსაც შემოგაშველებდნენ ცქვიტი იმერლები)ზუსტად ისეთივე ხასიათზე დაგაყენებდა, რავარც ახლა აი სატირალში მიმავალი ხალხია დამდგარი... კაი იყო!.. მოსულა გურული კაძახი ზანგი პრავადნიკით, პოეტი ზანგურით, ვალოდია ტუტინით (ცოტა რომ დააკლდა პუტინობამდე), დამთხვეული გურულებით, სიბრძნეს რომ აფრქვევენ...
"ყველაზე ჭკვიანი ხალხია ჩინელები. სამოც წლამდე უფლება არ აქვს ადამიანს ქვეყნის მეთაური გახდეს, სამოცი წლის კაცი კიდე სად გაგიგია ქალს დასდევდეს, – ეს სოსიკოა, საიდან იცის ნეტა ჩინეთში რომელ წლამდე სდევენ ქალებს"
არაა ძამა საქმე ასაკში, თხუთმეტი წლის იყო დავით აღამაშენებელი მეფე რო გახდა და ქალებიზა არ უდევნია, ქვეყნის მტერს დასდევდა აღმა და დაღმა. – თქვა ალიკამ.
ისე, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო და იმსჯელო, ვინ მოუტანს ხალხს სიკეთეს, ვერაფრით განჭვრეტ წინასწარ, რამდენადაც უტყუარი ალღო არ უნდა გქონდეს. ა, თუ არ გჯერათ:
"ვარდების თუ ეკლების რევოლუციის დროს მეორე პრეზიდენტი, თან გურული, რომ გაუშვეს სახლში და ახალს ირჩევდნენ, ძალად წამიყვანა სოფელში (იქ ვართ ჩაწერილები), ხმა არ დაიკარგოს, დიდი იმედი მოდის ხალხისო... კი ვეუბნებოდი, არავინ არ მოდის ძამა ხალხიზა, გზის ფული უნდა დამახარჯინო ტყულად-მეთქი, მარა ვინ დამიჯერა?!"
ისე, ვერ ჩავაღწიეთ ჩახატაურამდე, ხომ? აი მატარებელი რაცხა ზუსტად ისე დიდხანს უნდება დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, რავარც გასული საუკუნის 90–ანებში უნდებოდა დსავლეთიდან აღმოსავლეთში (ანდა პირიქით) ჩასვლას, შუქი რომ მოულოდნელად ითიშებოდა...კაი გამართლება იყო ზესტაფონში თუ მოგიწევდა ყურყუტი. სვირის ღვინო ან არაყი (რომელსაც შემოგაშველებდნენ ცქვიტი იმერლები)ზუსტად ისეთივე ხასიათზე დაგაყენებდა, რავარც ახლა აი სატირალში მიმავალი ხალხია დამდგარი... კაი იყო!..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|