| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: საბავშვო 6 სექტემბერი, 2011 |
ამ ადგილებისთვის ჩვეული დღე იდგა - მზიანი და ძალიან ცხელი. იმდენად ცხელი, რომ მტაცებელ ცხოველებს ნადირობის თავი არ ჰქონდათ და უმოძრაოდ გაწოლილიყვნენ ხეების ჩრდილში. ამ მიზეზით ზებრები ლომების სიახლოვეს თამამად შეექცეოდნენ შემხმარ ბალახს. საღამომდე, ანუ აგრილებამდე მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. ლომების პრაიდის ყველა წევრი რიგრიგობით, ზანტად, მაგრამ შიგადაშიგ მაინც წამოწევდა თავს და ხახადაღებული და ენაგადმოგდებული ხარბად გახედავდა ზოლიან საკვებს. ყველა ასე იქცეოდა, გარდა ერთისა - ეს პრაიდის ნაბოლარა - პატარა ლუმი გახლდათ. ის ერდათერთი იყო ვინც ვერ ისვენებდა. ხან დედას წაავლებდა თათზე კბილებს, ხან თვით პრაიდის წინამძღოლს, ხან კი და-ძმებს. ისინი უყოყმანოდ აცდიდნენ გართობას. როგორც ყველა პატარას, ლუმის თამაში უნდოდა. განა მას საზრუნავი სხვა რა ჰქონდა? აჭმევდნენ, ასმევდნენ, იცავდნენ აფთრებისგან და სხვა პრაიდის ლომებისგან, ზოგჯერ ასწავლიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს იყო და ეს. როდესაც მნათობმა ცაზე ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწია, ჰაერი ძლიერ გახურდა. ცხოველებს სუნთქვა უჭირდათ... უცებ ლომებმა თავი წამოწიეს და ერთი მიმართულებით მიატრიალეს. ამ დროს სპილოებმაც შეჰყვირეს და ხეებს შორის დამფრთხალნი და ხორთუმაწეულები მორბოდნენ. ზებრებმაც იქით მიიხედეს. სპილოებს ჟირაფები მოჰყვებოდა. ყველა იქაური ცხოველი ხმაურით მოექანებოდა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა - სადღაც ხანძარი გაჩენილიყო! წამოიჭრნენ ლომები, აჭიხვინდნენ ზებრები, დიდი პანიკა შეიქმნა! ერთმანეთს შეერივნენ მოურიდებლად. საფიქრალი ერთი ჰქონდათ - თავი უნდა გადაერჩინათ. ამ არეულობაში ძუ ლომმა ლუმი დაკარგა. მიხედ-მოიხედა, ეძახდა. ლუმი არსად სჩანდა! - წამოდი - უბრძანა პრაიდის წინამძღოლმა. - კი, მაგრამ ლუმი? - აცრემლებულმა ჰკითხა. - ვერაფერს იზამ, შენ უნდა გადარჩე, პრაიდს სჭირდები, წამოდი! - მკაცრად გაუმეორა წინამძღოლმა. ძუ ლომი კი დაემორჩილა, მაგრამ ვაი ამ დამორჩილებას! გარბოდა და უკან იხედებოდა, იქნებ ლუმის თვალი მოვკრაო, მაგრამ არა! ცეცხლის ენები კი უკვე ფეხდაფეხ მოსდევდა ცხოველებს. ამგვარ სიტუაციაში ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. აბა, წარმოიდგინეთ - ასეთ ვითარებაში დედამ რომ შვილი მიატოვოს! მაგრამ აქ სხვა კანონებია. ძუ ლომმა კიდევ მრავალი ბოკვერი უნდა შესძინოს პრაიდს! მან კიდევ ერთხელ მიიხედა უკან და უცებ თვალი მოჰკრა ლუმის, რომელიც ცეცხლის ენებს იქით დაბნეული და შეშინებული იდგა. - დავბრუნდები - სთხოვა წინამძღოლს. - არა! - მოუჭრა მან. - დეედაა! აქ ვარ დეედაა! - იძახდა ლუმი. დედამ სიმწრით დაიღრიალა. როგორ არ უნდოდა ლუმის სასოწარკვეთილი ხმის კიდევ ერთხელ გაგონება! - დედაა! მტოვებ, დედაა?! - იძახდა დაბნეული და შეშინებული ლუმი. ძუ ლომი ღრიალით გარბოდა... ყველანი გარბოდნენ. ერთი ზებრა გამოეყო ჯოგს, შეჩერდა, სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას და ნერვიულად ჭიხვინდა: - ზებო! ზებო! ზეებოო! - მერე იქით, ცეცხლისკენ მიიხედა და თავისი ზებო დაინახა. ისიც უზამაზარი ცეცხლის იქით იდგა! გაქანდა და ცეცხლის ალებს გადახტა. ზებოსთან მიირბინა. - ჩქარა! მომყევი! - უთხრა - დედა! იქ პატარა ლომია! - ლომი? სად? - აი, იქ! - ოხ, რაც მაგათმა ჩვენი სისხლი სვეს, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის. აქ დამელოდე! - ზებრა ლუმისკენ გაიქცა. - მომყევი! ნუ გეშინია! - ლუმი გაყვა სამივე ერთად გარბოდა. როდესაც ცეცხლის ზოლს მიუახლოვდნენ ლუმი შეჩერდა. დედა ზებრამ ლუმის გახედა. მიხვდა, ვერ გადაახტებოდა. წინა ფეხები მოკეცა. - ჩქარა! ზურგზე! ძლიერად ჩამეჭიდე, ცეცხლს უნდა გადავახტეთ! არ უნდა ჩამოვარდე! ზებო, შენ რაც შეიძლება მაღლა ახტი, არ შეგეშინდეს! ძლიერად ჩამარჭე ბრჭყალები, ლომის ბოკვერო! - გეტკინებათ - მორიდებით უთხრა ლუმიმ - ძლიერად-თქო! - უბრძანა - კარგი, ახლავე - თქვა ლუმიმ ზებრას სიმწრისაგან თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ არ შეიმჩნია. ერთად! მაღლა, ზებო! - ნახტომი მაღალი და , რაც მთავარია, დროული აღმოჩნდა, რადგან ცეცლხის წრე სწორედ მათი ნახტომის შემდეგ შეიკრა. სამშვიდობოს იყვნენ, მაგრამ შეშინებული ლუმის კლანჭები ისევ ძლიერად ჩარჭობოდა ზებრას ზურგში. - შენ რა გქვია, ბოკვერო? - მიმართა ზებრამ. - ლუმი - ჰო, და, ლუმი, ახლა კლანჭებს ცოტა მოუშვი და დაბლა ჩახტი. - ოჰ, მაპატიეთ, ახლავე - თქვა და მიწაზე ისკუპა. სხვა ცხოველები ამ დროს მოშორებით იდგნენ. ზებრამ დაინახა, როგორ გამორბოდა მათკენ ძუ ლომი. - აბა, ლუმი, ჩვენი წასვლის დროა, აი შენი დედა მორბის, მომყევი, ზებო. თქვა ზებრამ. - მომავალ შეხვედრამდე, ლუმი - დაემშვიდობა ზებო. - ოჰ, რა სულელი ხარ, ზებიკო - უთხრა დედა ზებრამ ზრდილობიან ზებოს. - ნახვამდის, მე არასოდეს დაგივიწყებთ! - ვიცი, სამწუხაროდ, - და იქაურობას გაეცალნენ. დედამ ლუმისთან მიირბინა, ჩაეხუტა, ალოკა, მოეფერა. - რატომ მიმატოვე, დე? - ჰკითხა პატარამ - ჩემო, ლუმი, ჩემო, შვილო, მაპატიე, მაპატიე, გთხოვ - მიპასუხე, დე - არ მოეშვა - გულს ნუ მტკენ, გთხოვ, ლუმი, გაიზრდები და მიხვდები, წამოდი, წამოდი. - დე, იცი? ზებრამ თავის ზებოს მოაკითხა, მეც ზურგზე შემისვა და ისე გადმოვახტით ცეცხლის უზარმაზარ ალს. - ჰო, ვხედავდი...ლუმი. - დე, იმ დღეს ზებრა არ მაჭამე? - კი, ლუმი, ზებრა იყო. - არ გიკვირს, დე? - უფრო... სხვა გრძნობა მეუფლება, ლუმი - რა გრძნობა, დე? - არ ვიცი... ვერ აგიხსნი... რაღაც ახალია მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ერთხელ საღამოს პირას ლომები სანადიროდ გამოსულიყვნენ. ერთ-ერთმა ლომმა მოახერხა და ზებრას ყელში სწვდა, აფართხალდა საბრალო, ცოტაც და გაიგუდებოდა. სხვა ლომებიც წამოეშველნენ. პრაიდის წინამძღოლი ზურგიდან მიუახლოვდა ნადავლს, როგორც ყოველთვის შეათვალიერა და უცებ წამოიძახა. - გაუშვი! სწრაფად! ლომს, რომელსაც ზებრა დაეჭირა პირი გაუშვა.ზებრა წამოდგა და გაიქცა. - - რა მოხდა? - იკითხა ლომმა - მას ზურგზე იარები, ჰქონდა! შეამჩნიეთ? - კი, შევამჩნიეთ, მერე? - კარგად დაიმახსოვრეთ, მასზე არასოდეს ინადიროთ! ოდესღაც მან სიკვდილს გადამარჩინა! გასაგებია? - ჰო, არ ვინადირებთ - უპასუხეს პრაიდის უფროსს ლუმის. კიდევ გავიდა დრო... დაკვირვებული თვალი ხშირად შეამჩნევდა ერთმანეთთან უჩვეულოდ ახლოს მყოფ ბებერ ლომს და თეთრ აფრიკულ ცხენს, თეთრს, რადგან შავ ზოლებზე წლებმა დაათოვა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აქ ცნობილი მულტფილმი გამახსენდა.... ლომი რომ ზებრის შეჭმას მოერიდება და მეორეც – ბიჭი რომ გადაარჩენს დაჭრილ ლომს... სიკეთით სავსეა ეს ყველაფერი... კარგი მაგალითია ბავშვებისთვის – გატანის, დანდობის და მადლიერების!
აქ ცნობილი მულტფილმი გამახსენდა.... ლომი რომ ზებრის შეჭმას მოერიდება და მეორეც – ბიჭი რომ გადაარჩენს დაჭრილ ლომს... სიკეთით სავსეა ეს ყველაფერი... კარგი მაგალითია ბავშვებისთვის – გატანის, დანდობის და მადლიერების!
16. უბრალოდ.....დიდებული!
აქ, ამის დატოვება დანაშაულია!
სასწრაფოდ,გზის ძებნა ეკრანისკენ! უბრალოდ.....დიდებული!
აქ, ამის დატოვება დანაშაულია!
სასწრაფოდ,გზის ძებნა ეკრანისკენ!
14. უნიკალუროა ნაწარმოებია ვფიქრობ ძალიან სერიოზული ჭკუის სასწავლია..........
გაიხარე ბეთ მაგარი ხარ......
ცოტა სევდამ მომაწვა მაგრამ ფინალი ულამაზესი იყო.......
+55555555555 უნიკალუროა ნაწარმოებია ვფიქრობ ძალიან სერიოზული ჭკუის სასწავლია..........
გაიხარე ბეთ მაგარი ხარ......
ცოტა სევდამ მომაწვა მაგრამ ფინალი ულამაზესი იყო.......
+55555555555
13. სალმი ბეთ ავენ... შემოვედი თუ არა საიტზე, მაშინვე თქვენს შემოქმედებას დადავხედე. ”ლუმი და ზებრა”, როგორც სხვა დანარჩენი, გენიალურია. მე ყველა თქვენს ”ზღაპარში”, ჩვენს რეალობას ვხედავ, დღევანდელ პოლიტიკურ არსს, სულხანსაბასეული მიგნებით და გენ-გონით. თქვენ სულის მწერალი ხართ, (ასე საკუთარ თავს თავად ვუწოდე)... წარმატებები გაქვთ... იზრუნეთ ყველას გამოქვეყნებაზე. არავინ გეტყვის მოდი და დაგიბეჭდავო... მე მიმაჩნია, რომ არა მარტო პატარებმა, ყველა თაობის წარმომადგენელბა უნდა წაიკითხოს თქვენი ”იგავები”...(ბრჭყალებში რაც ვიგულისხმე, მიმიხვდები)... ისეთი ღრმა განცდა და გრძნობაა ჩადებული თქვენს ყველა ნაწარმოებში, უცრემლოდ ვერ ვკითხულობ. ეს ხომ ჩვენი ეპოქის სატკივარია არა ზღაპარში, არამედ, რეალობაში. ხელოვნების ყველა ჟანრის ღირსება ისაა, განგაცდევინოს, დაგანახოს, აგაღელვოს, დაგაფიქროს და გათქმევინოს: სრული ჭეშმარიტებაა ავტორის იდეა, ჩანაფიქრი... მიზანი მიღწეულია. მე ამას თქვენზე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ... უღრმესი პატივისცემით: ია. ჯი.
სალმი ბეთ ავენ... შემოვედი თუ არა საიტზე, მაშინვე თქვენს შემოქმედებას დადავხედე. ”ლუმი და ზებრა”, როგორც სხვა დანარჩენი, გენიალურია. მე ყველა თქვენს ”ზღაპარში”, ჩვენს რეალობას ვხედავ, დღევანდელ პოლიტიკურ არსს, სულხანსაბასეული მიგნებით და გენ-გონით. თქვენ სულის მწერალი ხართ, (ასე საკუთარ თავს თავად ვუწოდე)... წარმატებები გაქვთ... იზრუნეთ ყველას გამოქვეყნებაზე. არავინ გეტყვის მოდი და დაგიბეჭდავო... მე მიმაჩნია, რომ არა მარტო პატარებმა, ყველა თაობის წარმომადგენელბა უნდა წაიკითხოს თქვენი ”იგავები”...(ბრჭყალებში რაც ვიგულისხმე, მიმიხვდები)... ისეთი ღრმა განცდა და გრძნობაა ჩადებული თქვენს ყველა ნაწარმოებში, უცრემლოდ ვერ ვკითხულობ. ეს ხომ ჩვენი ეპოქის სატკივარია არა ზღაპარში, არამედ, რეალობაში. ხელოვნების ყველა ჟანრის ღირსება ისაა, განგაცდევინოს, დაგანახოს, აგაღელვოს, დაგაფიქროს და გათქმევინოს: სრული ჭეშმარიტებაა ავტორის იდეა, ჩანაფიქრი... მიზანი მიღწეულია. მე ამას თქვენზე მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ... უღრმესი პატივისცემით: ია. ჯი.
12. ძალიან ლამაზია2+
ძალიან ლამაზია2+
10. ძალიან მოსაწონი და საფიქრალიც არის! ძალიან მოსაწონი და საფიქრალიც არის!
9. კარგია!!! იხარეთ!!! კარგია!!! იხარეთ!!!
8. იგრძნობა წერის კულტურა! ვისიამოვნე :) იმედია ბავშვებსაც მოეწონებათ :) "მეფე ლომის" მულტიკი გამახსენა ...
ფინალი საოცრად მომეწონა : "დაკვირვებული თვალი ხშირად შეამჩნევდა ერთმანეთთან უჩვეულოდ ახლოს მყოფ ბებერ ლომს და თეთრ აფრიკულ ცხენს, თეთრს, რადგან შავ ზოლებზე წლებმა დაათოვა." - ლამაზი კადრია! :) იგრძნობა წერის კულტურა! ვისიამოვნე :) იმედია ბავშვებსაც მოეწონებათ :) "მეფე ლომის" მულტიკი გამახსენა ...
ფინალი საოცრად მომეწონა : "დაკვირვებული თვალი ხშირად შეამჩნევდა ერთმანეთთან უჩვეულოდ ახლოს მყოფ ბებერ ლომს და თეთრ აფრიკულ ცხენს, თეთრს, რადგან შავ ზოლებზე წლებმა დაათოვა." - ლამაზი კადრია! :)
7. რა კარგი იყო?... ისე გამიტაცა...წარმომიდგენია ბავშვები როგორ წაიკითხავენ...
უძახე შენ ზებრა... ლომზე ...(მეფეზე) კეთილშობილური სისხლის კი გამოდგა და...:) ბეთ ავენ, ძალიან მომწონხარ...:-* 5555 რა კარგი იყო?... ისე გამიტაცა...წარმომიდგენია ბავშვები როგორ წაიკითხავენ...
უძახე შენ ზებრა... ლომზე ...(მეფეზე) კეთილშობილური სისხლის კი გამოდგა და...:) ბეთ ავენ, ძალიან მომწონხარ...:-* 5555
6. უცნაურია და კარგი. ზღაპარი არაა მთლად....მაგრამ მაინც.....:-) 5 უცნაურია და კარგი. ზღაპარი არაა მთლად....მაგრამ მაინც.....:-) 5
5. კარგია ++ :) კარგია ++ :)
4. ბეთ... იცი, როდესაც შენს ზღაპრებს ვკითხულობ, ცრემლი მადგება ხოლმე. ემოციების ბრალია და კიდევ, იმ საოცარი სითბოსი, შენი ზღაპრებიდან რომ მოდის, მოდის დაუსრულებლად. ყოველთვის ერთმანეთის გატანაზე, ერთგულებაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე წერ. ამიტომ მიყვარს შენი ზღაპრების კითხვა. ბეთ, ძალიან საოცარი ხარ შენ, ძალიან. ვიჩუქებ ამ ზღაპარს ახლა :) :-* ბეთ... იცი, როდესაც შენს ზღაპრებს ვკითხულობ, ცრემლი მადგება ხოლმე. ემოციების ბრალია და კიდევ, იმ საოცარი სითბოსი, შენი ზღაპრებიდან რომ მოდის, მოდის დაუსრულებლად. ყოველთვის ერთმანეთის გატანაზე, ერთგულებაზე, სიყვარულზე, თანადგომაზე წერ. ამიტომ მიყვარს შენი ზღაპრების კითხვა. ბეთ, ძალიან საოცარი ხარ შენ, ძალიან. ვიჩუქებ ამ ზღაპარს ახლა :) :-*
3. კარგია.
ვფიქრობ, კარგი მეზღაპრე გამოუჩნდა საბავშვო ლიტერატურას. კარგია.
ვფიქრობ, კარგი მეზღაპრე გამოუჩნდა საბავშვო ლიტერატურას.
2. მართლაც რა ლამაზია ფინალური წინადადება!მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა! 5 :-* მართლაც რა ლამაზია ფინალური წინადადება!მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა! 5 :-*
1. ფინალური წინადადება ძალიან მომეწონა :) კარგი მულტფილმი გამოვიდოდა, ვფიქრობ :) წვრილმანები, აქა-იქ...თუმცა დიდ ტექსტს დროც დიდი უნდა, ყველაფერი შენიშნო... მოკლედ, წარმატებები.
თეთრს, რადგან შავ ზოლებზე წლებმა დაათოვა. ფინალური წინადადება ძალიან მომეწონა :) კარგი მულტფილმი გამოვიდოდა, ვფიქრობ :) წვრილმანები, აქა-იქ...თუმცა დიდ ტექსტს დროც დიდი უნდა, ყველაფერი შენიშნო... მოკლედ, წარმატებები.
თეთრს, რადგან შავ ზოლებზე წლებმა დაათოვა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|