ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2011


ვინ მთხოვდა ამას

"ვფიქრობ ლექსებით........"
პაოლო იაშვილი

ვინ მაძალებდა დამეწერა თუნდ ერთი ბწკარი
შემოქმედების სიყვარული ძალზე დიდია,
ჩემში პოეტურ სიტყვის ტრფობა ძალუმად არის,
პოეტურ სიტყვის სილამაზე მე განმიცდია.

ვინ მაძალებდა ფიქრს ლექსებით, ვინ მთხოვდა ამას
მე თვით მხიბლავდა პოეტური, ლაღი მუსიკა,
ეს ემოცია, ეს განწყობა მსურს იგრძნოს სხვამაც
და ასე ვარჩევ სათქმელს, სიტყვას ხმას, ფერს ვუსინჯავ.

ვინ მაძალებდა, რომ სათქმელი მე მეთქვა ლექსით
შემოქმედების სიყვარული ძალზე დიდია,
პოეზიაზე შევეშვები მე ფიქრებს ვერ-რით,
მე პოეზიის ცეცხლი კვლავაც გულში მინთია.

5 სექტემბერი
2011წ





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები