ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2011


ქალავ!

ქალავ! მკერდზე გიბრჭყვიალებს ვარსკვლავი,
მზესთან ერთად მთვარეც გლოცავს ალალად,
მსურს ჩაგიკრა... დაგიკოცნო მხარ-მკლავი,
თმა შენც მხარზე გაგიშლია დალალად.
დედამიწის მშვენება ხარ იცოდე,
ეს შენით ვარ მედიდური... ამაყი,
ჩემიც როცა დასრულდება სიცოცხლე,
გულზე ნაზად ვიცი: მიწას დამაყრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები