ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2011


(ბ. ა.) ი ა დ ე რ ი (नर्तकी)

მე, რადჰა მქვია!

საკულტო ტაძარის მოცეკვავე  ქალი ვარ, ხშირად
(მამისთვალისფერ) სმარაგდისფერს ვატარებ შრინგარს.
ჩემს დაბადებას გადაყოლილ მშობელის  შხერი, 
როცა მეზრდება თვალწინ,- მტკივა თვალთა  გარე შრე.

მე, რადჰა მქვია!

ფეხებსშორის მზეამოჩრილი ვცეკვავ ნისლში და
ყელი,- მძივებით დაფარული (ჭრელი ჰაარა)
შენსკენ მოვხარე. დამექცა სუნთქვა, ხელს მიშლიდა
თითქოს ცეკვაში და,- ზეცისკენ გავაჰაერე.

მე, რადჰა მქვია!

შენს მტვრიან ზურგზე ფრთების გაშლა გამოვიგონე.
მერე ცეკვის დროს რომ მიყურებ (ვიხსნი კამარბანდს)
ჰიმალაების მთებში მჯდომი ერთი იოგი,
ბრწყინდება ბუდაც,- თითქოს შეკრა „ბინდმა“ კამარა.

მე, რადჰა მქვია!

ვარ ქაჯურაჰოს ერთი ტაძრის, ერთი სკულპტურა
რომ დამიბერავს შენი სუნთქვა,-როგორც გარმსილი
თითქოს ზღვა იყო, შენს სხეულზე ამატივტივებს.
რბილდება ძვლებიც,- და ვგრძნობ შენში როგორ გავსულდი.

მე, რადჰა მქვია!

გათენებისას, შენს დაგროვილ სუნთქვას გამოვგვი.
ამოისუნთქა ჰორიზონტმა თითქოს ორგან მზე
მოჩანს ბალიშზე ორი თავი (სულთაგამია)
და ნისლი,- განგზე გაფენილი თეთრი ორგანზა.

მე, რადჰა მქვია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები