ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2011


პოეზიის ლაბირინთებში

მე მიყვარს ჩემთვის ჩუმად,
განმარტოებით ფიქრი,
ნაზად უგონოდ მძაფრად,
დარდით და სევდით ვიწვი.


მე პოეზიის მზერით,
გავყურებ ზეცის ტატნობს.
შემოდის მუზა ფეთქვით,
მაგიჟებს,მხიბლავს, მათრობს.


საოცარ ფერთა ძალა,
უსასრულობით მიპყრობს,
სიტყვის ჭიდილი მკრძალავს,
ლექსი სიყვარულს ითხოვს.


და პოეზიის სიო,
გულში ჩამიღვრის სითბოს,
მთელი სამყაროს დარდი,
ჩემი ფიქრია თითქოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები