ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2011


გ ი ყ ვ ა რ ვ ა რ !

    რაღაც არაჩვეულებრივად დამეწყო დღე...უცნაური გრძნობით გავიღვიძე."მოუსვენრობა " დამემართა და ფიქრდაბნეული დავდიოდი ოთახში.ვგრძნოდი დღეს რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო.
    ჩემს გულს მოუნდა ის შავი კაბა(სწორი ,გულღია,ჩახსნილი გვერდით)შენ რომ გიყვარდა.ალბათ 2 საათი მაინც თავს ვიწონებდი სარკესთან.შევარჩიე შავი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ,სადა  მაკიაჟი  გავიკეთე  და გავედი სახლიდან(უმისამართოდ).
      კარგა ხანი ვიარე ასე, ფიქრებში გაფანტულმა,სანამ ჩემს საყვარელ ბარს არ მივუახლოვდი.შევედი,ბარმენს სალამი და "მზის ჩასვლა შეუკვეთე(კოქტეილი).თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო."ჩემიც"(ორკაციანი,კედელში ჩაშენებული პატარა აკვარიუმით,რომელში ციდა თევზები დაცურავდნენ...საათობით ვიჯექით ხილმე....ან რა გვქონდა ამდენი სალაპარაკო?)მიმოვიხედე.ვგრძნობდი  მამაკაცების" მშიერ თვალებს" რომლებმაც, გამხადეს და ჩამაცვეს მზერით.არც გამკვირვებია,დღეს ისე კაგად გამოვიყურებოდი, საკუთარი თავიც კი მომწოდა.
    და უცებ....ნაცნობმა სუნამომ თავრუდამხვია. წამით თითქოს დროც შეჩერდა როცა ერთ-ერთ მაგისთან  შეგამჩნიე ,მეგობრებთან და "უცხო" ქალთან ერთად ,რომელიც ისე შემოგციცინებდა...
    ყველაფერი გასაგები იყო...
    გული ამიღელდა,თითქოს რაღაც ეჭვმაც გაირბინა ლოყებზე წითლად,ტანში ჟრუანტელმა დამიარა.არც კი ვიცი საიდან მოვიკრიბე ძალა,შეუმჩნევლად ერთი ჩავისუნთქე,თითქოს თვალიდან წამოსული ცრემლიც ქუთუთოზე დავაშრე და სრულიად მშვიდი მოგიახლოვდი.
    ო,როგორი სიჩუმე ჩამოვარდა,განგიცვიფრე სუფრის წევრები., როცა ღიმილით მიგესალმე.(იცოდნენ ჩემი ფეთქებადი ხასიათი...)ჩემმა სიმშვიდემ აგაფორიაქა.გადმოგედო "მოუსვენრობა"... ვიდექით გაუნძრევლად, მიყურებდი და მეფერებოდი მწვანე თვალებით,ალბათ ბევრი რამ მომიყევი,როგორც ძველად,ალბათ ისიც კი მითხარი,როგორ მოგენატრე,როგორ გიყვარვარ,...ისევ გიყვარვარ...და შემომჩიოდი "რა სულელი ვარ. რა სულელი"...
      მიმტანის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა,რომელმაც რაღაც მდაბიო კომპლიმენტის თანხლეით,"მზის ჩასვლა"მომაწოდა.უცხო ქალმა ეჭვიანი მზერით წამოავლო ჭიქას ხელი და სადღეგძელო შემომთავაზა.აშკარად ყალბი და შეუფერებელი იყო ეს ქალი შენთვის.
      -"კაცისთვის ერთი ქალი არსებობს მხოლოდ,სხვა დანარჩენი მისი ჩრდილია"დარწმუნებულმა წარმოვთქვი.მოგიჭახუნე და სულმოუთქმელად დავცალე...შენც დაგცალე და ისიც...
    ბარიდან შენმა მზერამ გამომაცილა, კარებთან მოვბრუნდი,ერთიც გაგიღიმე და გაშეშებული დაგტოვე,.
    წავედი...წავედი...ასეთი ამაყი...ასეთი თავისუფალი...ასეთი ლამაზი და ბედნიერი...გიყვარვარ! შე სულელო გიყვარვარ! გიყვარვარ!(მეორდებოდა ეს სიტვები ჩემში).ერთი- მეორეს ასწრებდნენ სიხარულის  ცრემლები...გიყვარვარ!!!
    თუმცა ჩემთვის  უკვე სულერთია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები