ზუსტად ასე-უმიზეზოდ, უსიტყვოდ, მშვიდად გაგიხდი, როგორც გავიხადე ერთ დროს ცხოვრება და სკამზე კაბად გადავკიდე და ვთქვი, რომ მორჩა- დღეიდან ვიწყებ სხვა სიცოცხლეს-უნდა წავიდე. ---- უკვე ვიცოდი, რომ როდესაც თვალებს არიდებ ყველაფერს, რასაც ცხოვრებიდან გულში გირგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულს-სულის ღარიდან წითლად მომდინარს - დაახვედრო ძველი იგავი კლდის გამძლეობის, ან თვითონ კლდე-ცივი და სადა- დასაბამიდან ლამაზ დუმილს ბრმად რომ არიგებს და იდგე, წერო, და გჯეროდეს თევზის და ბადის,- თუნდაც შენს შექმნილ გრძელ ზღაპარში რაღაც დაინგრეს- რასაც ვერასდროს, ვეღარაფრით ვერ გაამთელებ, სანამ ცხოვრებას არ გაიხდი, სანამდე სიტყვას არ ჩამოკიდებ ცის თავნზე, სანამ სანთელი არ გაგინათებს იმ სიცოცხლეს, რომელიც გიყვარს, რომ ადგე მერე და ქვეყანას გააგებინო რომ კაბა, სკამზე რომ დაკიდე, ყოველთვის გავდა იმ მტვრის ნამცეცებს, ცხოვრება რომ დააბენინებს, ხოლო სირბილით რომ იღლება აფარებს ფარდად ყველა ფანჯარას, ყველა მზერას, ყველა სიყვარულს, და დგება შენთვის ბრმა ნაპირზე, სადაც თაროებს არ უდით წიგნის ტკბილი სუნი, სადაც იყარეს შავი კენჭები ღამეებმა, სადაც გარიყეს ათიათასჯერ ერთმანეთი, ათიათასჯერ დაიმახსოვრეს ავი სიტყვა, ავი გამოცდა, სადაც ვერასდროს ვერ შეიბეს ლექსი მაჯაზე, სადაც თვალებით მარტო ყოფის სევდა წამოსცდათ,
მე კი, შემხედე, როგორ გიხდი, როგორ მივდივარ, როგორ მზეებით მვსებიან ძველი თვალები, რომლებშიც, ვიცი, ისევ შენ თუ აღმოგაჩინე, წრეს შეკრავს ჩემი მომავალი- საუკუნის ქვევრებიდან შენთვის გადმოვალ, ღვინის მდინარედ ვიქცევი და ჩემით დაგათრობ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სევდიანია მიმოქცევა ორ ნაპირს შორის, მაგრამ ბედისწერაა... სევდიანია მიმოქცევა ორ ნაპირს შორის, მაგრამ ბედისწერაა...
4. მიყვარს ირმას ლექსები :) მიყვარს ირმას ლექსები :)
2. მომეწონა თავიდან, ძალიან კარგად დაიწყო...ბოლოსკებ თითქოს სხვაგან წამიყვანა...:-* 4 მომეწონა თავიდან, ძალიან კარგად დაიწყო...ბოლოსკებ თითქოს სხვაგან წამიყვანა...:-* 4
1. მოკითვითა და პატივისცემით ირმა. მოკითვითა და პატივისცემით ირმა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|