ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2011


ცის ნაპირებზე გეძებდი

გზებს მკრთალი შუქი ეფინა,
შორს იყავი და მციოდა,
ვფურცლავდი ყვითელ ბარათებს,
ფიქრში ცრემლები მტკიოდა,
შენი ხმა მესიზმრებოდა,
მზე ნაღვლიანად სხიოდა,
მდინარე მონატრებულსა
ჭალებზე გადადიოდა...

გელოდა სიტყვა უთქმელი
და ფერმმკრთალობა სუროთა;
ვით წყარო მაცოცხლებელი,
შენი სიმღერა მწყუროდა.

ზოგჯერ ბედს ვემდურებოდი,
ბედი თავის დარდს ჩიოდა.
ცის ნაპირებზე გეძებდი,
მზე ნაღვლიანად სხიოდა,
შენს სითბოს დანატრებული
ჩრდილი გულისა მტკიოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები