ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2011


დილაო!...

(თეოს ხსოვნას)

როდისღა მოხვალ დილაო,
დილაო, ავდრის დედაო,
თანწაყოლილო ტკივილო,
აქ დარჩენილო სევდაო?
მოდის და მოდის ცრემლის ზღვა,
ცრემლის მეტს ვერას ვხედავო...
მაცხოვრის გულის  სამსჭვალი
რა ხელმა გამოჭედაო?
წინ მომეგება მარიამ,
შემომაშველა მკლავები;
უფლის კარს, საბალახოზე,
მივუშვი ჩემი კრავები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები