ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 სექტემბერი, 2011


დილაუზმოს ჩანაწერები,, მარადი კონფორმისტები''

    მარადი კონფორმისტები - არიან ასეთნიც...  ხანდაზმულობამდე მუცელზე ხოხვით სად არ შემძვრალიყვნენ, რა არ ჩაუდენიათ. ხორცსაც მრავალი აამეს.
      დღეს მოსანაგრებელი ბევრი რომ აღარაფერი ეგულებათ ამქვეყნად, ლოცვა- მარხვაში გაჰყავთ დღეები, თავს არ აპატიებენ, შვიდგზის ლოცვიდან ერთიც რომ ჩაუვარდეთ და ა.შ , ვინძლო იმქვეყნიური კომფორტიც დროულად მოითადარიგონ.
      ხვალ საცდურს თვალი რომ მოჰკრან, ღვთისმოსაობა უცებ მიავიწყდებათ.
    ზეგ - ისევ აღსარება-სახარება და ასე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები