ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2011


კადრი N?

სამყაროს იმდენი ფერი აქვს, რამდენსაც აღიქვამ,
ტკივილის მიზეზით ხედვადავიწყებულ თვალებით,
დემონს ემალები ლაჩრულად - ღვთის გლახა დაირქვი,
და გჯერა, მოვა და უთუოდ, უთუოდ აგიხელს...

ხან... თვალებს (ჩვეულად) აიკრავ მეორად მორალით
ქალაქის (რომელსაც, მორალი საერთოდ არა აქვს,
რომელსაც ვერ იტან, ებრძვი, ერთმანეთი მოღალეთ...),
და როლმორგებული აწყდები ხან იქეთ, ხან აქეთ.

უთუოდ იწვიმებს, ცამ ისე მოჯღანა სატირლად
პატარა ბავშვივით მზემოკიდებული ნიკაპი.
შენ ბორგავ... ქირქილებს შენგან ერთ ნაბიჯზე სატირა,
განრისხდა უფალი... ღრუბლები შუბლივით დაკოპა...

სამყაროს იმდენი ფერი აქვს, რამდენსაც აღიქვამ,
და შენ კი მერყეობ შავ-თეთრში, შავ-თეთრში, შავ-თეთრში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები