ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2011


არწივი

ვით შევარდენმა, არწივმაც
ღრუბლებში გაინავარდა,
არ ეპუება ქარ-წვიმას,
არც რითიმეა ავადა.
თუმც დასასრული არ უჩანს
ამ ვაჟკაცობის ბალადას,
ბევრჯერ სიკვდილსაც გადურჩა,
თვალი შეავლო მარაბდას.
როგორც მიმინო, არწივიც
ცაში ნავარდობს ლაღადა,
ნიჭი აქვს თავის განწირვის,
მეომარია თავადაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები