ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2011


შატილო!..

მომნატრებიხარ, შატილო,
შეუვალობით  ქებულო!
მკერდდაფლეთილო კარგო ყმავ,
ცას ბოძად შეყუდებულო!
დიდპაპას სისხლით ნაკურთხო,
კლდეს გადმომდგარო მზებურო!
ჯვარ-ხატო,  შუქბორჯღლიანო,
ვერ გნახო, არ დამემდურო!
გნახო და ვერ შეგელიო,
გულზე ალერსად გებურო,
ჭიუხზე გაკრულ ნისლივით,
ვიყუჩო,  წავუქედურო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები