ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2011


***


მალ-მალე უნდა ხვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი, __
თორემ იქნები ეული,
მიტოვებული სახლივით,
უსიხარულოდ ნატანჯი,
უსიხარულოდ დაღლილი,
უმზეო გზებით მავალი,
უმზეო ცეცხლზე დახრილი.

რომ დეკემბერში გესმოდეს
მელოდიები აპრილის;
რომ უდაბნოში თვალს გჭრიდეს
ოქრო,
უფლისგან დაღვრილი;
რომ შენში მუდამ ფეთქავდეს
მზე,
ტანზე იებდაყრილი,__
მალ-მალე უნდა ხვდებოდეს,
ზესკნელებიდან სწვდებოდეს
გულს სიყვარულის მახვილი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს