ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არტემიდა
ჟანრი: იუმორისტული
19 სექტემბერი, 2011


ყველა კაცი თავიდან ბრინჯივით .............!


                                                                                                                            მოკლედ გოგუშკებო , ქალუშკებო ,                                                                                                                          საქალბატონუშკებო,ჩემო ძვირფასო
                  ურაკელო დაქალოჩკებო და არა მარტო.....
   

  ბრინჯის(კაცის) არჩევის და მომზადების ზოგადი წესები


    ნაბიჯი1. საგულდაგულოდ ჩეიცვით , დეიპრანჭენთ(ოღონდ ისე არა ,მალიარის დაშპაკლურს რომ გავდეთ)და დეეშვით  სანადიროდ ”ბრინჯზე”.

    ნაბიჯი2.  არჩევანი დიდია: ზოგი მალე” ხარშავს,”ზოგი გვიან...
ზოგი თეთრია(ალკოჰოლით გაჟღენტილი), ყვითელი(ბოტვინიკი,ქე რომ სწავლისგან ტვინი ყურებიდან უჟონავს), შავი- (ყველაზე ”აპასნი და ბლატნოი” )და უარესი-შერეული(მაგ რა ჯიშისაა თავად რომ არ იცის).

    ნაბიჯი 3. თან დაახარისხეთ იმის და მიხედვით, ფლავისთვის გინდებიან, შილასთვის,თუ საზაფხულო ტოლმისთვის.

    ნაბიჯი 4. არ დაგავიწყდეთ შეძენის შემდეგ რომ გადასარჩევია კიდო----ცუდი არ შეგეპაროთ, თორემ...ო.ღმერთო რამდენი ნაგავია რამდენი...წევიდა ”მუსორში”

    ნაბიჯი 5. ეხლა კი გადარეცხეთ...თუ სადმე ცარიელი და ფშუტურაა--წყალში ამოტივტივდება და ქე  გააყოლეთ.

    ნაბიჯი 6 . გეითვალისწინეთ ისიც ,რომ ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება .წყალი იმდენი უნდა დაასხათ , მომზადებამდე რომ არ დეიხჩონ შით.აგენი თან ხომ იცით რა უმარილოები არიან და ქალმა თუ არ ”წააყარა: პაწა, ქე დარჩებიან ასე უგემოვნოები.---მეიცათ ,მეიცათ ქალებო თლად არ გადაამლაშოთ! იმფერს მოგაწყურებთ რომა....

    ნაბიჯი 7 .ეღირსად? ადუღდნენ? მოლბნენე არა? ! ხედავთ მომზადების პროცესში როგორ რბილებიან და ლბებიან.
          უი,ცა,შენ რა გითხარი,ჩაგიფლავდა?
          მეიცა გოგო მიიწვავს....წვავს …წვა….ვა….!!!!!!!!!!!!!!!

        ასთეა , ასთე....ყველა კაცი თავიდან ბრინჯივით...........................
                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს