ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2011


გელა დაიაურს

ქართვლის ჯიშის ვარ... ჯილაგის,
მესმის ყივილი სისხლისა!
მწამს: გამაჩნდება გვირაბი,
ღმერთი ტანჯვისგან გვიხსნისა!
ხერგიანივით მტკიცე ხარ,
არ გაქვს სიმაღლის შიშიცა!
მუცოს პირს მდგარი ციხე ხარ,
არაგველების ჯიშისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები