ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2011


ანტიგონეს ხმა

                  “ეს ერთი _ "არა!", ძალადობას
                  თქვენს დასცემს ძირში”.
                                    ჟან ანუი "ანტიგონე".
                               

მილაწუნე, მილაწუნე, ცხოვრებავ სახეში,
საყვარელო ქალო, რაც შეიძლება
მეტად დამამცირე,
მომიჯახუნე კარები და
გამაგდე კარში
მაწანწალა ძაღლივით.
ინკასატორო, დამაჯარიმე
ზედმეტი სუნთქვისთვის,
პატივცემულო ავტოინსპექტორო,
ამიკრძალე მოძრაობა
ყველა მიმართულებით.
-------------------------------------
იყავი ჩემი და, ანტიგონე,
რომ დავისწავლო უარი და
მეფხიზლოს მუდამ.
მხოლოდ ერთ სიტყვას ამოვშანთავ ჩემს მკერდთან _ ”არა”,
ხანჯლით, წამართულ შუბით ან... სამართებლით,
ქარონი თუმცა დამკიჟინებს ჩქარა და ჩქარა,
საჭურის აწყმოს არ ვიგუებ და სისხლის გვრემით
ახლიდან უნდა განვსხეულდე დღეიდან, მორჩა!
შორს ამ ბეჩავი წარსულების საბრალო დასი,
ვწერ, ვანგრევ, ავშლი, კვლავ თავიდან ვიწყები ჩემით,
სამყაროც ჩემში სხეულდება _ ზედროთა არსი.
“არა!” _ გავყვირი ყველა მონას, რომელშიც ვსახლობ,
ან თუ სულში წევს მათი დამფრთხალ ვნებების ექო,
მწველო ისიდა, სერაფიტა, თუ კარმენსიტა,
უთქვენოდ უნდა შევაბიჯო სურვილთა ბექობს.
ბერის ლოცვები დამაფინეთ სალბუნად სულთან,
რომ ქარში შეშლილ ანტიგონეს მეც ვედგე მხარში,
ჩამოწყდა ნერვი ... ზესაქმისთვის თუ შემწევს ღონე,
ბავშვობის სკივრში შემალული სურვილიც ფრთას შლის.
სიტყვები კობრა გველებივით სხეულს გესლავენ,
იუდას შხამი და ბელზებლის კოცონი სისხლის,
‘’არა!’’ _ სამყარო სულ სხვა მინდა რომ მერგოს ბედად,
სადღაც დაჭრილი ფურირემის გოდებაც ისმის.
მირტყი ცხოვრებავ, დამიმსხვრიე, ნეკნი, მაჯები,
ბოლომდე უნდა შევიზიზღო ბოღმა სამყარო.
რად ჩაიცინე იქედნურად, ბებერო ძუკნავ,
როდემდე გინდა, სათნო სხივი რომ ასაპყარო.
იქნებ იგრგვინოს, გაახილოს ადამმა თვალი,
ბოლო ჟამამდე მოსაქცევი სულების გამო,
ვაი, ამ დროის პილატეებს, გაყიდულ სულებს,
შენ რომ მსაჯულად მოგვივლინე გველგესლა ჟამო.
თუნდაც გეადან, ხის ფესვიდან, გორგონას თმიდან,
დამბადე დროო, უჟამობის უხრწნელო გვამო,
გაასამართლეთ ბეღურებიც ცაზე მლოცველნი,
ცისკრის ნიავთან შეტკბილებულ გალობის გამო.
ყველა ციხესთან ბაირაღი ჰკიდია თითო,
დანებების თუ გამარჯვების უხმო ნიშანი,
კვდები, იმავწამს იბადები, სულო იესო,
ცრემლით გასრულდნენ მწველნი გზანი წამებისანი.
მაგრამ სიცოცხლე უსასრულო არისო, _ მე ვთქვი,
შემეკამათოს კაცთაგანი, მითხარით, აქ ვინ?
სული ყოფილ არს, არს აწყმოდ და ჰგიებს მარადის
შენი ბეჭედი დასვი ამად, იესო, ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები