 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2011 |
ალაზანში ჩაკიდებულ ბებრის ცრემლებს, წუხელ აუდიდებია ალაზანი, სიტყვა მითხრეს და მუხლებში მოვიცელე- ჩემი ვაჟი აღარ არის...
ავტომატის ჯერი ცაზე კაკანებდა, იმედს ვებღაუჭებოდი - გაღმა ბიჭი დაიბადა... სისხლმა მიწა დაგვიფერა, სუნთქვა გვიჭირს...
ჭირნახულად შვილო, ძვლები მოვიწიე, ჭირი ვნახე, ყანებიდან შენ რომ გკრეფდი, დედამკვდარო, თუ ღმერთამდე მიაღწიე, შეგვავედრე...
ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. დედამკვდარო, თუ ღმერთამდე მიაღწიე, შეგვავედრე... მთელი "მე"-მოიცვა,,,,,,,,,, დედამკვდარო, თუ ღმერთამდე მიაღწიე, შეგვავედრე... მთელი "მე"-მოიცვა,,,,,,,,,,
53. ნეკერ გიჟი ხარ:** ნეკერ გიჟი ხარ:**
52. რამდენჯერაც და სადაც არ უნდა წავიკითხო, უზომოდ მომწონს. ყოველი სტროფი ტკივილად გამივლის გულში, მაინც ვკითხულობ! +5 რამდენჯერაც და სადაც არ უნდა წავიკითხო, უზომოდ მომწონს. ყოველი სტროფი ტკივილად გამივლის გულში, მაინც ვკითხულობ! +5
51. ახლა ამისთვის შემოვბრუნდი.. მენატრება ხოლმე,მტკენს,მაგრამ სისხლში ჯდება და უვლის მთელ მეს... ახლა ამისთვის შემოვბრუნდი.. მენატრება ხოლმე,მტკენს,მაგრამ სისხლში ჯდება და უვლის მთელ მეს...
50. ნამდვილად დიდებული ლექსია. ვწუხვარ, რომ ახლა წავიკითხე.
პატივისცემით: ტენდი ნამდვილად დიდებული ლექსია. ვწუხვარ, რომ ახლა წავიკითხე.
პატივისცემით: ტენდი
49. მართლა დიდებული ლექსია, უნამუსო ვიყო!
უმაგრესი! მართლა დიდებული ლექსია, უნამუსო ვიყო!
უმაგრესი!
48. :*:*:*:* მაგარია. :*:*:*:* მაგარია.
47. კიდევ ერთხელ გილოცავ ნეკერ, შესანიშნავი ლექსია სულისშემძვრელი და ნაღდი. ყოჩაღ!
კიდევ ერთხელ გილოცავ ნეკერ, შესანიშნავი ლექსია სულისშემძვრელი და ნაღდი. ყოჩაღ!
46. რომ ლექსის დედანში არის ა რ ა ზ ა ნ ი ანუ დიდი თონე (!), და არა მდინარე ალაზანი.
მეც ალაზანი მეგონა და სულ მიკვირდა, ალაზანში ბებერი როგორ უნდა ჩაეკიდოს-მეთქი : )) მაგრამ ლექსში ჩაკიდებულ ბებერზე კი არა, ბებრის ცრელმზეა საუბარი, ჰოდა ცრემლების ალაზანში ჩაკიდება ძალიან ცხადი რამეა და გასადები (სულაც არ არის საჭირო სარეცხები და რამერუმეები) : ))
მართლაც ნაღდია ყველანაირად, ძლიერია, ემოციურია, მტიკვნეულია, ლამაზიცაა... გილოცავთ : )) რომ ლექსის დედანში არის ა რ ა ზ ა ნ ი ანუ დიდი თონე (!), და არა მდინარე ალაზანი.
მეც ალაზანი მეგონა და სულ მიკვირდა, ალაზანში ბებერი როგორ უნდა ჩაეკიდოს-მეთქი : )) მაგრამ ლექსში ჩაკიდებულ ბებერზე კი არა, ბებრის ცრელმზეა საუბარი, ჰოდა ცრემლების ალაზანში ჩაკიდება ძალიან ცხადი რამეა და გასადები (სულაც არ არის საჭირო სარეცხები და რამერუმეები) : ))
მართლაც ნაღდია ყველანაირად, ძლიერია, ემოციურია, მტიკვნეულია, ლამაზიცაა... გილოცავთ : ))
45. უნაღდესია ეს!!! რამდენჯერ წავიკითხე – გამცრა იმდენჯერ!......
გილოცავ სულით და გულით!..
მიმაქვს ჩემსას..... უნაღდესია ეს!!! რამდენჯერ წავიკითხე – გამცრა იმდენჯერ!......
გილოცავ სულით და გულით!..
მიმაქვს ჩემსას.....
43. ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
აუ, ნინ, რა დამმართე ახლა... ცრემლები მაღრჩობენ... შემოგევლე, ნიჭიერო... ძალიან ძლიერი ლექსია, ძალიან ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
აუ, ნინ, რა დამმართე ახლა... ცრემლები მაღრჩობენ... შემოგევლე, ნიჭიერო... ძალიან ძლიერი ლექსია, ძალიან
42. "ალაზანში ჩაკიდებულ ბებრის" ასოციაცია ძველ საბავშვო ლექსზე წავიდა და ( ალაზანი დიდია შიგ ბებერი კიდია) უცბად სულ სხვა და სასწაული გაგრძელება , ტკივილიანი და ფინალი ხო დიდებული! (მახსოვს აქ ურაკზე იდო საბავშვო ეს ლქსი- სიმღერა და - კომენტარი ძალიან საინტერესოდ ეწერა თამარ ბუკიას, ალაზანთან დაკავშირებით,) მუხა. 2011-09-24 22:44:05
ჰო, სამწუხაროდ, ალაზანთან და ბებერთან დაკავშირებულ ლექსებს იმ საბავშვო ლექსთან გადავყავართ ასოციაციით. მაგრამ, რატომ არ შეიძლება, რომ ის ბებერი ალაზანში, მაგალითად, სარეცხის გასავლებად იყო ჩაკიდებული? :)
მითუმეტეს, რომ იმ საბავშვო ლექსში სულაც არაა საუბარი მდინარე ალაზანზე. აბა ყველა დაუკვირდით: ალაზანი დიდია, შიგ ბებერი კიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია!
რა უნდა მდინარეში პურს? - არც არაფერი! საქმე ისაა, რომ ლექსის დედანში არის ა რ ა ზ ა ნ ი ანუ დიდი თონე (!), და არა მდინარე ალაზანი.
მაშინ ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დგება: დიდ თონეში ჩაკიდებულ ბებერს გამვლელმა პური სთხოვა, მან კი არ მისცა ეს პური და მშიერი მგზავრის ცოდვა დაიდო კისერზე. :)
ნინას ლექსი კი სულაც არაა იმ თონეზე დაწერილი და ამიტომაც აქ უნდა იყოს სწორედ რომ ალაზანი, რომელიც შვილმკვდარი დედის ცრემლებმა აადიდა... ”ქართლთან რა შუაშია ალაზანიო”, - იკითხავთ? განა მხოლოდ ქართლელები შეეწირნენ იმ ომს? არა, სრულიად საქართველომ გაიღო სისხლი... და სწორედ ესაა ამ ლექსის სიდიადე, რომ ერთი უბრალო სიტყვით, - ”ალაზანი” - ამდენ რამეს ამბობს ავტორი.
კიდევ ერთხელ გილოცავ, ნინ... ლექსი იმსახურებს ამ ჯილდოს!
:)))) რეცენზია გამომივიდა, კომენტარი კი არა! :-* :) "ალაზანში ჩაკიდებულ ბებრის" ასოციაცია ძველ საბავშვო ლექსზე წავიდა და ( ალაზანი დიდია შიგ ბებერი კიდია) უცბად სულ სხვა და სასწაული გაგრძელება , ტკივილიანი და ფინალი ხო დიდებული! (მახსოვს აქ ურაკზე იდო საბავშვო ეს ლქსი- სიმღერა და - კომენტარი ძალიან საინტერესოდ ეწერა თამარ ბუკიას, ალაზანთან დაკავშირებით,) მუხა. 2011-09-24 22:44:05
ჰო, სამწუხაროდ, ალაზანთან და ბებერთან დაკავშირებულ ლექსებს იმ საბავშვო ლექსთან გადავყავართ ასოციაციით. მაგრამ, რატომ არ შეიძლება, რომ ის ბებერი ალაზანში, მაგალითად, სარეცხის გასავლებად იყო ჩაკიდებული? :)
მითუმეტეს, რომ იმ საბავშვო ლექსში სულაც არაა საუბარი მდინარე ალაზანზე. აბა ყველა დაუკვირდით: ალაზანი დიდია, შიგ ბებერი კიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია!
რა უნდა მდინარეში პურს? - არც არაფერი! საქმე ისაა, რომ ლექსის დედანში არის ა რ ა ზ ა ნ ი ანუ დიდი თონე (!), და არა მდინარე ალაზანი.
მაშინ ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დგება: დიდ თონეში ჩაკიდებულ ბებერს გამვლელმა პური სთხოვა, მან კი არ მისცა ეს პური და მშიერი მგზავრის ცოდვა დაიდო კისერზე. :)
ნინას ლექსი კი სულაც არაა იმ თონეზე დაწერილი და ამიტომაც აქ უნდა იყოს სწორედ რომ ალაზანი, რომელიც შვილმკვდარი დედის ცრემლებმა აადიდა... ”ქართლთან რა შუაშია ალაზანიო”, - იკითხავთ? განა მხოლოდ ქართლელები შეეწირნენ იმ ომს? არა, სრულიად საქართველომ გაიღო სისხლი... და სწორედ ესაა ამ ლექსის სიდიადე, რომ ერთი უბრალო სიტყვით, - ”ალაზანი” - ამდენ რამეს ამბობს ავტორი.
კიდევ ერთხელ გილოცავ, ნინ... ლექსი იმსახურებს ამ ჯილდოს!
:)))) რეცენზია გამომივიდა, კომენტარი კი არა! :-* :)
41. ამ სივრციდანც გილოცავ! ტკივილიანი ლექსი ძლიერი მხატვრულ-ემოციური ფინალით! გაიხარე! ამ სივრციდანც გილოცავ! ტკივილიანი ლექსი ძლიერი მხატვრულ-ემოციური ფინალით! გაიხარე!
40. გილოცავ აქაც! :) ემოციური, ნამდვილი... გილოცავ აქაც! :) ემოციური, ნამდვილი...
39. მთელი გულით გილოცავ :-* მთელი გულით გილოცავ :-*
38. ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
შემძრა... ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
შემძრა...
37. ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
:(:(
გაიხარეთ... ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!
:(:(
გაიხარეთ...
35. სტრიქონი გამომექაცა ბოდიში, გილოცავ გამარჯვებას! ძალიან კარგი ლექსია , თუმცა მე პირადად არ მომეწონა დასაწყისი
"ალაზანში ჩაკიდებულ ბებრის" ასოციაცია ძველ საბავშვო ლექსზე წავიდა და ( ალაზანი დიდია შიგ ბებერი კიდია) უცბად სულ სხვა და სასწაული გაგრძელება , ტკივილიანი და ფინალი ხო დიდებული! (მახსოვს აქ ურაკზე იდო საბავშვო ეს ლქსი- სიმღერა და - კომენტარი ძალიან საინტერესოდ ეწერა თამარ ბუკიას, ალაზანთან დაკავშირებით,) სტრიქონი გამომექაცა ბოდიში, გილოცავ გამარჯვებას! ძალიან კარგი ლექსია , თუმცა მე პირადად არ მომეწონა დასაწყისი
"ალაზანში ჩაკიდებულ ბებრის" ასოციაცია ძველ საბავშვო ლექსზე წავიდა და ( ალაზანი დიდია შიგ ბებერი კიდია) უცბად სულ სხვა და სასწაული გაგრძელება , ტკივილიანი და ფინალი ხო დიდებული! (მახსოვს აქ ურაკზე იდო საბავშვო ეს ლქსი- სიმღერა და - კომენტარი ძალიან საინტერესოდ ეწერა თამარ ბუკიას, ალაზანთან დაკავშირებით,)
34. ყოჩაღი გოგო! 5...00 :) ყოჩაღი გოგო! 5...00 :)
33. ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში! საკონკურსო ლექსია მართლაც...:-* ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში! საკონკურსო ლექსია მართლაც...:-*
32. რაც ფორუმზე დევს ყველა ლექ რაც ფორუმზე დევს ყველა ლექ
30. ვაჰ... გამაჟრიალა...
გილოცავ ნეკერ :-* ვაჰ... გამაჟრიალა...
გილოცავ ნეკერ :-*
29. ნეკერ, გილოცავ, სხვაც მრავალი მომელოცოს :) ნეკერ, გილოცავ, სხვაც მრავალი მომელოცოს :)
28. იმდენად ემოციურია, რომ ტექნიკურ მხარეზე თვალს გახუჭინებს.
ფინალი განსაკუთრებით... უჰ!!! - იქვე დამამახსოვრდა, მოსმენისას.
არ გინდა, სათაური რომ მოუფიქრო, ნინა?
:-*
იმდენად ემოციურია, რომ ტექნიკურ მხარეზე თვალს გახუჭინებს.
ფინალი განსაკუთრებით... უჰ!!! - იქვე დამამახსოვრდა, მოსმენისას.
არ გინდა, სათაური რომ მოუფიქრო, ნინა?
:-*
27. მიუხედავად იმისა რომ ასეთი პატრიოტულ ნოტებზე სიმღერა ნი მოი სწილ,უნდა ვაღიარო რომ კარგია :) :-* მიუხედავად იმისა რომ ასეთი პატრიოტულ ნოტებზე სიმღერა ნი მოი სწილ,უნდა ვაღიარო რომ კარგია :) :-*
25. მე არ ვიცოდი, რომ ამ ლექსმა კონკურსში გაიმარჯვა., ეს ის ლექსია რომელსაც უნდა გაემარჯვა ,კარგი ლექსია,ვიტირე . მე არ ვიცოდი, რომ ამ ლექსმა კონკურსში გაიმარჯვა., ეს ის ლექსია რომელსაც უნდა გაემარჯვა ,კარგი ლექსია,ვიტირე .
24. ძალიან კარგია, მაღალფარდოვანების გარეშე ნათქვამი, სადად მოტანილი დიდი სათქმელ-საწუხარი.
,,გილოცავთ!
სულ გამარჯვებულმა იარეთ!
გეფერებით! ძალიან კარგია, მაღალფარდოვანების გარეშე ნათქვამი, სადად მოტანილი დიდი სათქმელ-საწუხარი.
,,გილოცავთ!
სულ გამარჯვებულმა იარეთ!
გეფერებით!
23. ძაააააააააააააააააააააალიან!!! ძაააააააააააააააააააააალიან!!!
22. უი მართლა რას გილოცავენ? გაიმარჯვე ამ ლექსით?
მეც გილოცავ რავიცი........არ ვიცოდი.........
უი მართლა რას გილოცავენ? გაიმარჯვე ამ ლექსით?
მეც გილოცავ რავიცი........არ ვიცოდი.........
21. ძლიერი ლექსი ნამდვილად არაა თუმცა ძალიან კარგია......
სიმართლე გითხრა უკეთესებიც გაქვს როგორც მახსოვს და წაკითხული მაქვს შენთან.....
პატივისცემით........ ძლიერი ლექსი ნამდვილად არაა თუმცა ძალიან კარგია......
სიმართლე გითხრა უკეთესებიც გაქვს როგორც მახსოვს და წაკითხული მაქვს შენთან.....
პატივისცემით........
20. მილოცვებს მეც ვუერთდები...ეს ერთი და სხვა უფრო დიდი წარმატება ავტორს... :) მილოცვებს მეც ვუერთდები...ეს ერთი და სხვა უფრო დიდი წარმატება ავტორს... :)
18. კარგი ლექსია! მემშობლიურა ალაზანი, ჩაკიდებული ბებერი, მისი ცრემლები... გავიგე, კონკურსში გაიმარჯვაო და მინდა მივულოცო ავტორს! ისევ და ისევ წარმატებები! კარგი ლექსია! მემშობლიურა ალაზანი, ჩაკიდებული ბებერი, მისი ცრემლები... გავიგე, კონკურსში გაიმარჯვაო და მინდა მივულოცო ავტორს! ისევ და ისევ წარმატებები!
17. ნეკერ გილოცავ გულით! მძიმე ლექსია და თავისთავად ძალიან მოქმედებს და სწორ ადგილსაც ხვდება.
წარმატებები სულ :) ნეკერ გილოცავ გულით! მძიმე ლექსია და თავისთავად ძალიან მოქმედებს და სწორ ადგილსაც ხვდება.
წარმატებები სულ :)
16. ნეკერა!!!! (ჟარგონს ვიხმარ) დამბრიდა!!!!! ნეკერა!!!! (ჟარგონს ვიხმარ) დამბრიდა!!!!!
15. ძალიან მაგარია!
ვწუხვარ რომ ამ დიდი ტკივილის მონაწილე ვარ! ... :(
5 ძალიან მაგარია!
ვწუხვარ რომ ამ დიდი ტკივილის მონაწილე ვარ! ... :(
5
14. ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში! გენაცვალე!... რა გითხრა, აბა? აქ სიტყვები უძლურია:) კიდევ გილოცავ და კიდევ მომელოცოს! მიყვარხარ:) ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში! გენაცვალე!... რა გითხრა, აბა? აქ სიტყვები უძლურია:) კიდევ გილოცავ და კიდევ მომელოცოს! მიყვარხარ:)
13. ნიიინ..
მაგრად მიყვარხარ... და გულიტ გილოცავ...
ბევრს,ზედმეტად ბევრს ნიშნავ -ხარ ჩემთვის.. ნიიინ..
მაგრად მიყვარხარ... და გულიტ გილოცავ...
ბევრს,ზედმეტად ბევრს ნიშნავ -ხარ ჩემთვის..
12. ძალიან მაგარი ლექსია.........
მომეწონა ძალიან მაგარი ლექსია.........
მომეწონა
11. ნეკეეერ, გამაქვავა ბოლო ფრაზამ , გენაცვალე, აქაც გილოცავ, ძალიან კარგი ლექსია, ძალიან...შემძრა ! :) :-* ნეკეეერ, გამაქვავა ბოლო ფრაზამ , გენაცვალე, აქაც გილოცავ, ძალიან კარგი ლექსია, ძალიან...შემძრა ! :) :-*
10. ~ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!~ ~ამ ნასისხლსაც, მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.... ეს ბიჭები, მიწას ამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!~
9. ნეკერ, გილოცავ! უკვე დღიურში მაქვს ეს ლექსი...
არაჩვეულებრივია! დამიარა ყველა უჯრედში...
+5 ნეკერ, გილოცავ! უკვე დღიურში მაქვს ეს ლექსი...
არაჩვეულებრივია! დამიარა ყველა უჯრედში...
+5
8. ეეე მიმბურზგლა :( ეეე მიმბურზგლა :(
7. ჭირნახულად შვილო, ძვლები მოვიწიე, ჭირი ვნახე, ყანებიდან შენ რომ გკრეფდი, დედამკვდარო, თუ ღმერთამდე მიაღწიე, შეგვავედრე...
რა გითხრა, აბა? 555555555555555555555555555555555 ჭირნახულად შვილო, ძვლები მოვიწიე, ჭირი ვნახე, ყანებიდან შენ რომ გკრეფდი, დედამკვდარო, თუ ღმერთამდე მიაღწიე, შეგვავედრე...
რა გითხრა, აბა? 555555555555555555555555555555555
6. ჭირნახულად შვილო, ძვლები მოვიწიე, ჭირი ვნახე, ყანებიდან შენ რომ გკრეფდი, ძალიან ემოციურია ჭირნახულად შვილო, ძვლები მოვიწიე, ჭირი ვნახე, ყანებიდან შენ რომ გკრეფდი, ძალიან ემოციურია
5. არ ვიცი რა ვთქვა...
პირველად ცხოვრებაში მიჭირს რამე გითხრა...
გვირილამ მომწერა ალბათ იქ შენზე ბედნიერი არავინ იყოო:)
მართლაც... როგორ მიხარია რომ უფლება მაქვს შენნაირად მიხაროდეს შენი წარმტებები ნი...
მადლობა უფალს რომ მყავხარ(შენი სიტყვები მოვიპარე)
მიყვარხარ მე არ ვიცი რა ვთქვა...
პირველად ცხოვრებაში მიჭირს რამე გითხრა...
გვირილამ მომწერა ალბათ იქ შენზე ბედნიერი არავინ იყოო:)
მართლაც... როგორ მიხარია რომ უფლება მაქვს შენნაირად მიხაროდეს შენი წარმტებები ნი...
მადლობა უფალს რომ მყავხარ(შენი სიტყვები მოვიპარე)
მიყვარხარ მე
4. მადლობა მედი :-* მადლობა მედი :-*
3. ამ ლექსისითვის შემოვედი ახლა-ფორუმზე წავიკითხე და გული გამიჩერდა თითქმის... ხმას ვერ ვიღებდი.. ნინ! გილოცავ საყვარელო გოგოვ! ღირსეული ლექსია და მართლაც ღირსეულთა შორის მოხვდა! მადლობა შენ ამ განცდისთვის (თუმცა, მატირე) მადლობა ურაკპარაკს-რომ გიცნობ და მადლობა ნ-ი-კ-ი-ს! სასტიკად მწყდება გული,რომ ვერ დავესწარი ამ მშვენიერ საღამოს! მრავალი წარმატება შენ! ამ ლექსისითვის შემოვედი ახლა-ფორუმზე წავიკითხე და გული გამიჩერდა თითქმის... ხმას ვერ ვიღებდი.. ნინ! გილოცავ საყვარელო გოგოვ! ღირსეული ლექსია და მართლაც ღირსეულთა შორის მოხვდა! მადლობა შენ ამ განცდისთვის (თუმცა, მატირე) მადლობა ურაკპარაკს-რომ გიცნობ და მადლობა ნ-ი-კ-ი-ს! სასტიკად მწყდება გული,რომ ვერ დავესწარი ამ მშვენიერ საღამოს! მრავალი წარმატება შენ!
2. ძალიან ლამაზია,სევდიანი,ტკივილიანი...ყველაფერია აქ თქმული.. ძალიან ლამაზია,სევდიანი,ტკივილიანი...ყველაფერია აქ თქმული..
1. დიდი მადლობა ლიტბუნიობას, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა მათ, ვისაც ჩემი სიხარული არ ეწყინა...
ეს ლექსი აგვისტოს ომის მერე ამდენი წელი იხარშებოდა და ალბათ, დადუღების ბრალია ეს ღვთის წყალობა...
ჩვენი გმირების ხსოვნისთვის დანთებული უხეირო სანთელი იყოს ეს ჩემგან :) დიდი მადლობა ლიტბუნიობას, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა მათ, ვისაც ჩემი სიხარული არ ეწყინა...
ეს ლექსი აგვისტოს ომის მერე ამდენი წელი იხარშებოდა და ალბათ, დადუღების ბრალია ეს ღვთის წყალობა...
ჩვენი გმირების ხსოვნისთვის დანთებული უხეირო სანთელი იყოს ეს ჩემგან :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|