ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2011


***

აიწონა-დაიწონა-

დარდი და სიხარული

სიყვარულის საქანელაზე.

მ  ზ  ე  რ ა

-----------

წიგნიდან კელაპტარზე

კელაპტრიდან აკვანზე

აკვნიდან სივრცეში.

***

ბიჭმა შორიდან გაუღიმა

და სანთლის ალივით

შეირხა გოგო...

***

სიყვარულის მწვანე კალთაში

მომრავლდნენ მონატრების

თეთრი გვირილები...

***

როგორც ცამ განაპირა ვარსკვლავი

ბოლო სიტყვა და ბოლო სიმღერა

არ იცის სიყვარულმა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს