ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2011


მინიმალისტური პოეზია

***
ნუ მიწყენ,
ზოგჯერ თუ გიბრაზდები,
ნაგვიანევი გაზაფხულისთვის
საყვედური, მახსოვს, ერთხელ
მზესაც შევკადრე.

შენთვის...

იქნებ არცაა ტრაგედია
დამშვიდობება ძველ ნიღბებთან,
თითქოს მობეზრებული
სათამაშოები მოისროლე და
ახალი იყიდე...
***
დედინაცვალი არ მყოლია,
იქნებ ამიტომ, ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე,
დედა.
***
ვუცქერი მამის დაკოჟრილ ხელებს,
რომლებიც ფრთხილად აცლიან ბალახს
თავისი დის სასაფლაოდან,
და უნებურად ვფიქრობ
ჩემი შვილების ბედზე...
...
ჩამოისვენა ნიავმა რტოზე,
თუ ბეღურას აკანკალებს
ყინვით გათოშილს...
...
მოთოვა შემოდგომამ ფოთლები.
გაზაფხულამდე შიშველ ხეებს,
ვინ დაიფარავს?
...
ვდგავარ ჩემი სოფლის
გზაჯვარედინზე,
ავტობუსების  გაჩერებასთან და
ერთმა ნაცნობმაც  არ
ჩამოიარა.
ფუძის ყოველ  ხავსმოდებულ
ქვასთან უნდა იდგეს,
მომნანიედ,
უძღები შვილი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს