 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2011 |
(ნოდოს)
სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები! იქნებ ტყვე ბიჭის სული ხარ, თავდაღწეული ტყვეობას, რომ ამ მიწაზე გეხილა დიდი საუფლო დღეობა! როცა ურჯულო გვარბევდა, ჩვენი სისხლ-ხორცის მწოველი, დარისხებული ზარებით გეძახდა სვეტიცხოველი! ხატის კარს თასში დგებოდა საღვთო ღვინო და მირონი, რომ ზიარებად მიგეღო საკარგყმო და საგმირონი! ჩემო ჯიშო და სიცოცხლევ, ნახმლევი რით დაგიამო, რითაც გავნეს და ჯვარს გაცვეს, კვლავ იმ გზით უნდა იარო! კვლავაც ის კალო გალეწო, თან სული გაიმზიანო, გინდაც შენს ურვა-ტკივილში, ვერავინ ჩაიზიარო! ამაღლდით, მთებო, ამაღლდით, ქორ -არწივთ გადმოსახედნო, კვლავ ისალკლდევეთ ციხენო, მტერი არ გაათავხედოთ! შენს სისხლში დიდი ცეცხლია, ააბრიალე ხანძარი, ოფლით და სისხლით იკურნე ნახმლევი და ნახანჯლარი! სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
მიყვარს ასეთი ლექსები! სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
მიყვარს ასეთი ლექსები!
23. გაიხარე, ჭაბუკა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! გაიხარე, ჭაბუკა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!
22. ამ საიტზე ძალიან იშვიათად თუ შეხვდები ასეთ ლექსს.... მიყვარს საქართველო, რადგან ვიცი რომ შენნაირი კაცი გვერდით მეყოლება რამე რომ იყოს..... ასეთი ლექსის დამწერს, ბრძოლაში ჩემ სიცოცხლესაც კი მივანდობ... გფარავდეს უფალი და საერთოდ, გმერთმა დაიფაროს საქართველოს სისხლით დაღარული მიწა...;). ამ საიტზე ძალიან იშვიათად თუ შეხვდები ასეთ ლექსს.... მიყვარს საქართველო, რადგან ვიცი რომ შენნაირი კაცი გვერდით მეყოლება რამე რომ იყოს..... ასეთი ლექსის დამწერს, ბრძოლაში ჩემ სიცოცხლესაც კი მივანდობ... გფარავდეს უფალი და საერთოდ, გმერთმა დაიფაროს საქართველოს სისხლით დაღარული მიწა...;).
21. სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
++ ძალიან კარგია!
სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
++ ძალიან კარგია!
20. მადლობა, თანანა! მადლობა, თანანა!
19. ასე მგონია საუკუნეთა წიაღიდან მუზარადიანი ქართველი გადმომიხტა... ლამის უკანასკნელი მოჰიკანივით გვახსენებთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, რომ საბოლოოდ არ გადავჯიშდეთ... ასე მგონია საუკუნეთა წიაღიდან მუზარადიანი ქართველი გადმომიხტა... ლამის უკანასკნელი მოჰიკანივით გვახსენებთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, რომ საბოლოოდ არ გადავჯიშდეთ...
18. ვგიჟდები ამ კაცზე. :) ვგიჟდები ამ კაცზე. :)
17. მადლობა, ზაზა, გაიხარე! მადლობა, ზაზა, გაიხარე!
16. მთელი ქართული ჯიგრობაა მზეზე გამოტანილი! თვით მზესაც გაათბობენ ეს ხალასი სიტყვები!! მთელი ქართული ჯიგრობაა მზეზე გამოტანილი! თვით მზესაც გაათბობენ ეს ხალასი სიტყვები!!
15. საოცარი ლექსია, საოცარი!!!!!!!
არ ვიცი რომელი ნაწილი გამოვყო, ძალიან მომეწონა!
გაიხარე ასეთი ლექსის ავტორო!!! საოცარი ლექსია, საოცარი!!!!!!!
არ ვიცი რომელი ნაწილი გამოვყო, ძალიან მომეწონა!
გაიხარე ასეთი ლექსის ავტორო!!!
14. მადლობა ყველას! მადლობა ყველას!
13. ქართული სული და სისხლი ჩუხჩუხებს ამ გვერდზე!!! ქართული სული და სისხლი ჩუხჩუხებს ამ გვერდზე!!!
12. ლექსი მებრძოლი...:-* ლექსი მებრძოლი...:-*
11. ლექსი მებრძოლი...:-* ლექსი მებრძოლი...:-*
10. მშვენიერი ლექსია, ჩემთვის მარადის მოსაწონი და მისაღები შატილიონის გულის ნაჟურები! მოკითხვები მომირთმევია! 55555 მშვენიერი ლექსია, ჩემთვის მარადის მოსაწონი და მისაღები შატილიონის გულის ნაჟურები! მოკითხვები მომირთმევია! 55555
9. როგორც ყოველთვის დიდებული ლექსია, როგორც ყოველთვის დიდებული ლექსია,
8. გაიხარეთ, გაიხარეთ ყველამ!!!!!! გაიხარეთ, გაიხარეთ ყველამ!!!!!!
7. შესანიშნავია ++ შესანიშნავია ++
5. მეც წავიკითხე ეს წინათ და მომეწონა... მეც წავიკითხე ეს წინათ და მომეწონა...
4. დამბურძგლა, გაიხარეთ!!!
555555555555555555555 დამბურძგლა, გაიხარეთ!!!
555555555555555555555
3. სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
+ 5555 სამას არაგველს დავეძებ, გიცქერ, კლდე-ციხედ ვიგები! შენც კრწანისს ნაჩეხ შუბლ-მკერდთა სისხლი სისხლისა იქნები!
+ 5555
2. რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს ლექსი და უცებ გაქრა :) რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს ლექსი და უცებ გაქრა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|