ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2011


სურვილები (ნაწყვეტი)

...........რაც უფრო შორეულია, გიჟური და შეუძლებელი,მით მეტად სურს ადამიანს,ამ დროს ფარული სევდა იპყრობს,სურვილი სისხლთან ერთად მიედინება ძარღვებში,გაივლის გულს, ტკივილად იქცევა საფეთქლებთან,ადამიანი ამ დროს შეპყრობილია ამ უტოპიით და რაც მეტად ესმის რომ ეს ძნელია, მით მეტად სურს, თუ შეუძლებელია ხომ საერთოდ!....ამ დროს როგორც წესი,ეჭიდება ფრაზას..."შეუძლებელი ხომ არაფერია!" ეს მოჩვენებით იმედს უნერგავს,ის მზადაა, ის ზომბია!...ის უკვე თავად სურვილით მართული მანქანაა
    ო სურვილებო!...რა ძალა გაქვთ...როგორ ერეკებით იმპულსებს ქვეცნობიერის ჯურღმულებიდან გარეთ, რათა ისევ იმპულსებად იქცნენ ,უკანვე დაბრუნდნენ და არეული ფსიქიკა დააწყნარონ,დაატკბონ, ასრულებული სურვილით.
    დამეხსენით,სურვილებო!.....რომ მმართავთ და განსაცდელისკენ მიბიძგებთ!..მაგრამ რაც მეტს ვეწინააღმდეგები, მით მეტად მიტევს საკუთარი თავი....ხან სიზმრებით,ხან ხილვებით.
    როცა ცნობიერს როგორღაც ამარცხებ, მაშინ ქვეცნობიერი იწყებს შეტევას,ის დიდხანს ემზადება,მერე ერთი დარტყმით ბოლოს უღებს შენს უბადრუკ ლოგიკას!...არა!...არა!...ყვირი მთელი არსებით, ქვეცნობიერი მოიწევს, როგორც დიდი მუხლუხო ჭია, და თანდათან გითრევს, გსანსლავს...ის თავადაა  "მე" ....ის გეჩვევა, სწავლობს შენგან,რომ მერე უფრო სწრაფად და ღირსეულად დაგამარცხოს,შენ იჩოქებ იმპროვიზირებულ ბრძოლის ველზე,ყველა იარაღი ხელიდან გივარდება,ის ძირს დაგცემს და მერე ისევ დაელოდება შემდეგ წინააღმდეგობას...მერე დაგატკბობს და ჩაგითრევს,იქ,სადაც არც  "ჰო" არის და არც  "არა". სადაც ყველაფერია და თან არაფერი.სადაც შენი სურვილების გენერატორია, შენი გონება, ძლიერი და თანაც ძალიან სუსტი...
    ჩვენმა სურვილებმა არ იციან რაა  სიბრალული, დრო,სივრცე...ისინი იბადებიან ათასობით,ასიათასობით და და ზოგის რეალიზებას თუ ვახერხებთ,ზოგს კი ვეწირებით, მაგრამ ბედნიერები, ღიმილით......





04.10.2011.  სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს