ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2011


ცისკიდურელო!

ცისკიდურელო! ვარსკვლავს
გადარებ ცისას,
მზე რომ ამოვა,
ყელს მოიღერებ შვლისას.
გაუთენდება ერსაც
ნანატრი დილა,
სიკვდილის მერეც
მოგვიგონებენ თბილად.
კავკასიონზე თოვლი
დადნება როცა,
ისევ აღვავლენთ
ჩვენ უფლისადმი ლოცვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები